მერტონ მილერი
მერტონ ჰოვარდ მილერი (ინგლ. Merton Howard Miller; დ. 16 მაისი, 1923, ბოსტონი — გ. 3 ივნისი, 2000, ჩიკაგო) — ამერიკელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1990) ჰარი მარკოვიცთან და უილიამ შარპთან ერთად. ეკონომიკის დოქტორი. კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.
მერტონ ჰოვარდ მილერი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ინგლ. Merton Howard Miller |
დაბ. თარიღი | 16 მაისი, 1923 |
დაბ. ადგილი | ბოსტონი, აშშ |
გარდ. თარიღი | 3 ივნისი, 2000 (77 წლის) |
გარდ. ადგილი | ჩიკაგო, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ეკონომისტი და მწერალი |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
დამსაქმებელი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა |
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | Royal Swedish Academy of Engineering Sciences, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[1] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ეკონომიკაში (1990) |
ალმა-მატერი | ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი (დოქტორანტურა), ჰარვარდის უნივერსიტეტი (მაგისტრატურა) |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | Fritz Machlup[2] |
დოქტორანტი | Michael Jensen, მაირონ შოულზი, William Poole, იუჯინ ფამა[2] , Benjamin F. King[2] , Hans Reiner Stoll[2] და Allan William Kleidon[2] |
ბიოგრაფია
რედაქტირებამერტონ მილერი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, ჯოელ და სილვია მილერების ოჯახში. მამა პროკურორი იყო, დედა დიასახლისი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადასახადების კვლევის განყოფილებაში. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში 1952 წელს. სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ მისი პირველი ეკონომიკური თანამდებობა ლონდონის ეკონომიკის სკოლის ლექტორის ასისტენტობა იყო.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Merton H. Miller (1991). Merton Miller on Derivatives. New York: John Wiley & Sons. ISBN 0-471-18340-7.
- Merton H. Miller (1991). Financial Innovations and Market Volatility. Cambridge, MA: Blackwell Publishing. ISBN 1-55786-252-4.
- Merton, Miller H. (1986). Macroeconomics: A Neoclassical Introduction. Chicago: University of Chicago Press. ISBN 0-226-52623-2.
- Kessel, Reuben A. (1980). Essays in Applied Price Theory. Chicago: University of Chicago Press. ISBN 0-226-43200-9.
- Fama, Eugene F. (1972). The Theory of Finance. New York: Holt, Rinehart & Winston. ISBN 0-03-086732-0.