რობერტ ტურო კიოსაკი (დ. 8 აპრილი, 1947) — ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი.

რობერტ კიოსაკი

კიოსაკი 2024 წელს
დაბადების სახელი რობერტ ტურო კიოსაკი
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1947
ჰაილო, ჰავაის ტერიტორია, ამერიკა
მოქალაქეობა ამერიკა
საქმიანობა პირადი ფინანსები, ბიზნეს ინვესტიცია
მეუღლე(ები) კიმ კიოსაკი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 8 აპრილს, 1947 წელს ჰაილოში, ამერიკის ტერიტორიაზე, იაპონური წარმოშობის ოჯახში. კიოსაკის მამა აკადემიკოსი და პედაგოგი, ხოლო დედა ექთანი იყო. იგი ნავთობის კომპანიაში მუშაობდა, სანამ სავაჭრო საზღვაო ძალებში სწავლა დაიწყო, რათა შესძლებოდა მოგზაურობა მთელ მსოფლიოში და მიეცემოდა შანსი შეესწავლა განვითარებადი ბაზრები. კიოსაკი მსახურობდა ვიეტნამის ომში როგორც საზღვაო ძალების ოფიცერი და ვერტმფრენის პილოტი, სადაც მან ჯარის ხელმძღვანელობა შეისწავლა. ამის შემდეგ იგი მუშაობდა Xerox-ში 1997 წელს, რათა გაყიდვების შესახებ საკუთარი ცოდნა განევრცო. იგი დაქორწინდა კიმ კიოსაკიზე და 1994 წლიდან ისინი ფენიქსში, არიზონაში გადავიდნენ საცხოვრობლად.

ბიზნესის კარიერა

რედაქტირება

1977 წელს კიოსაკიმ დააარსა კომპანია "Rippers", რომელიც აწარმოებდა Nylon-ის და Velcro-ის საფულეებს. კომპანია საბოლოოდ გაკოტრდა და იგი Xerox-ში გაყიდვების თანაშემწედ მუშაობდა 1978 წლის ივნისამდე. 1993 წელს მან გამოუშვა თავისი პირველი წიგნი — "If You Want to Be Rich and Happy, Don't Go To School". ამ წიგნში კიოსაკიმ მშობლებს მოუწოდა, რომ არ გაეგზავნათ თავისი შვილები სკოლაში და ნაცვლად ამისა, ისინი ჩართულიყვნენ უძრავი ქონების ბიზნესში. 1997 წელს რობერტმა გამოუშვა Cashflow Technologies, Inc. ჰოლდინგი რომელიც ფლობს და მართავს Rich Dad და Cashflow ბრენდებს. კიოსაკიმ შექმნა Cashflow სამაგიდო და პროგრამული თამაშები, რათა ბავშვებისთვის ესწავლებინა ბიზნეს და ფინანსური კონცეფციების შესახებ.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კიოსაკი თავის მეუღლე კიმ კიოსაკიზე დაქორწინდა 1986 წელს და ისინი მეგობრულად დაშორდნენ 2017 წელს. ამბობენ, რომ კიოსაკის აქვს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის წმინდა ღირებულება, რომელიც ძირითადად მიღებულია მისი ინვესტიციებიდან და მისი ბრენდიდან — "მდიდარი მამა ღარიბი მამა". როცა მას მისი წმინდა ქონების შესახებ კითხეს მან განაცხადა, რომ 1 მილიარდ დოლარზე მეტი მას ვალი ქჰონდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება