მდიდარი მამა ღარიბი მამა
„მდიდარი მამა ღარიბი მამა“ (ინგლ. Rich Dad Poor Dad) — რობერტ კიოსაკის და შარონ ლეჩტერის წიგნი პირად ფინანსებზე, რომელიც 1997 წელს დაიწერა. კიოსაკი მხარს უჭერს ფინანსური წიგნიერების (ფინანსური განათლება), ფინანსური დამოუკიდებლობისა და სიმდიდრის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. „მდიდარი მამა ღარიბი მამა“ დაწერილია იგავების ნაკრების სტილში, რომელიც ეფუძნება კიოსაკის ცხოვრებას.[1] სახელად „მდიდარი მამა“ მისი საუკეთესო მეგობრის მამაა, რომელმაც სიმდიდრე მეწარმეობით და ინვესტიციებით დააგვროვა, ხოლო „ღარიბი მამა“ ამტკიცებენ, რომ არის კიოსაკის მამა, რომელიც მისი თქმით, მთელი ცხოვრება ბევრს მუშაობდა, მაგრამ არასოდეს მიუღია ფინანსური უზრუნველყოფა. კიოსაკის "მდიდარი მამის" არსებობა დაუმტკიცებელი რჩება და არ არსებობს არანაირი დოკუმენტი კიოსაკის სავარაუდო დიდი სიმდიდრის შესახებ, რომელიც მიღებული იყო „მდიდარი მამა ღარიბი მამას“ გამოქვეყნებამდე.[2]
„მდიდარი მამა ღარიბი მამა“ | |
---|---|
Rich Dad Poor Dad | |
ავტორი | რობერტ კიოსაკი, შარონ ლეჩტერი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | პირადი ფინანსები |
გამოცემის თარიღი | 1 აპრილი, 2000 |
მთარგმნელი | ნონა მებონია |
მედია | რბილი და მაგარი ყდები |
ISBN | ISBN 0-446-67745-0 |
სიუჟეტი
რედაქტირებაავტორი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც აკვირდება ორი მამის კონტრასტულ ფინანსურ აზროვნებასა და ქცევას. მისმა ღარიბმა მამამ, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა განათლებაში, ხაზს უსვამდა აკადემიური წარმატების, სამუშაო უსაფრთხოებისა და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცხოვრების მნიშვნელობას. მეორეს მხრივ, მის მდიდარ მამას, წარმატებულ მეწარმეს, სჯეროდა აქტივების შენების, გონივრული ინვესტიციების და ფინანსური ცოდნის შეძენის. იგი აღწერს, თუ როგორ ასწავლის მდიდარი მამა ავტორს და მის მეგობარს ფინანსებს, რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების გამოყენებით. მთლიანი წიგნის განმავლობაში კიოსაკი აღწერს მისი და მდიდარი მამის საუბარს, რომელიც ხელმძღვანელობდა მას ფულის, სიმდიდრის შექმნისა და ფინანსური დამოუკიდებლობის სხვადასხვა ასპექტებზე. კიოსაკი ხაზს უსვამს აქტივების შეძენის მნიშვნელობას, რომლებიც ქმნიან შემოსავალს, როგორიცაა უძრავი ქონება და ბიზნესი. იგი ასევე საუბრობს ფინანსური განათლების აუცილებლობაზე და მოუწოდებს მკითხველს, გააკონტროლონ თავიანთი ფინანსური ბედი შესაძლებლობების ძიებით, შეცდომებზე სწავლით და ფულის შესახებ უწყვეტი სწავლებით. ეს წიგნი არა მხოლოდ მიზნად ისახავდა იდეების შექმნას იმის შესახებ, თუ როგორ გამხდარიყვნენ უფრო მდიდარნი, არამედ ეს წიგნი ამოტივირებს მკითხველს, რომ იმუშაონ არა სხვებისთვის არამედ საკუთარი თავისთვის. [3]
გამოცემის წარმატება
რედაქტირებაწიგნი ჩვეულებრივ გამოქვეყნდა 1997 წელს, შემდეგ კი კომერციულად აიღეს და გახდა New York Times-ის ბესტსელერი. მას შემდეგ გაიყიდა 32 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და ძალიან გაპოპულარულდა. კიოსაკი ყურადღებას ამახვილებს თოქ-შოუებზე და რადიო შოუებზე, რომელთაგან The Oprah Winfrey-ის შოუმ უდიდესი გავლენა მოახდინა წიგნის გაყიდვაზე. 2017 წლის აპრილში გამოიცა 20th Anniversary გამოცემა და ამ გამოცემის წინასიტყვაობაში კიოსაკი ამტკიცებს, რომ წიგნის დაახლოებით 40 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში.