რკინისჯვარი

მთა საქართველოში, იმერეთის მხარეში

რკინისჯვარიმთა საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში[1]. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განტოტება — რკინის ჯვრის ქედზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა შენაკადის — საკრაულის ზემოთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2439 მ. აგებულია პალეოგენური ანდეზიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია სუბალპური ბალახმცენარეულობით.[2] გადმოცემის თანახმად, ანდრია პირველწოდებულმა I საუკუნეში რკინისჯვარზე რკინის ჯვარი აღმართა, რის გამოც მთას შეერქვა აღნიშნული სახელწოდება. „ანდრიაობის“ დღესასწაულზე ხარაგაულელი ახალგაზრდობა და, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მართლმადიდებლები მთა რკინისჯვარს სტუმრობენ.[3]

რკინისჯვარი
კოორდინატები: 41°54′25″ ჩ. გ. 43°08′41″ ა. გ. / 41.90694° ჩ. გ. 43.14472° ა. გ. / 41.90694; 43.14472
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2439 
ქედი მესხეთის ქედი
ამგებელი ქანები ანდეზიტი, ტუფი და ტუფ-ბრექჩია
რკინისჯვარი — საქართველო
რკინისჯვარი
რკინისჯვარი — იმერეთის მხარე
რკინისჯვარი
  1. ხარაგაულის ქრონიკები, ქუთ., 2017, გვ., 82-83
  2. უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 410.
  3. ხარაგაულში „ანდრიაობის“ დღესთან დაკავშირებით მთა „რკინისჯვარს“ მოილოცავენ