რიჩარდ სტოლმანი
რიჩარდ მეთიუ სტოლმანი (ინგლ. Richard Matthew Stallman; დ.16 მარტი, 1953) — ამერიკელი თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის აქტივისტი და პროგრამისტი. 1983 წლის 27 სექტემბერს მან დააარსა პროექტი GNU, რომელიც მიზნად ისახავდა თავისუფალი იუნიქს-მაგვარი ოპერაციული სისტემის შექმნას,[1] ამავდროულად იგი გახდა ამავე პროექტის მთავარი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. პროექტ GNU-ს დაარსებისთანავე მან წამოიწყო მოძრაობა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფისათვის, ხოლო 1985 წელს დააარსა ორგანიზაცია Free Software Foundation.[2]
რიჩარდ სტოლმანი | |
---|---|
რიჩარდ სტოლმანი 2014 წელს | |
მშობლიური სახელი | Richard Stallman |
დაბადების თარიღი |
16 მარტი, 1953 ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ |
სხვა სახელები | RMS |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | |
საქმიანობა | თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდის პრეზიდენტი |
ცნობილია როგორც | Free software movement, GNU, Emacs, GCC, GPL, Copyleft, FSF |
საიტი | stallman.org |
სტოლმანმა პირველმა ჩამოაყალიბა ლეგალური კოპირების კონცეფცია და არის რამდენიმე ლიცენზიის მთავარი ავტორი ლეგალური კოპირების შესახებ, მათ შორის GNU General Public License-ის, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოიყენება თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებაში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სტოლმანი დროის უმეტეს ნაწილს თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროპაგანდირებას უთმობდა, და ამავდროულად ეწინააღმდეგებოდა მწარმოებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის პატენტირებას, რაც მათი მხრიდან საავტორო უფლებების გადამეტებად მიაჩნდა. სტოლმანს წვლილი მიუძღვის ისეთი მნიშვნელოვანი და ფართოდ გამოყენებადი პროგრამული პაკეტების შექმნაში როგორებიიცაა Emacs,[3] GNU Compiler Collection[4] [5] და GNU Debugger.[5] 1989 წელს იგი გახდა პროგრამული უზრუნველყოფის თავისუფლების ლიგის თანადამფუძნებელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რიჩარდ სტოლმანი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- რიჩარდ სტოლმანი საიტზე Curlie
- Richard რიჩარდ სტოლმანი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- რიჩარდ სტოლმანი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- რიჩარდ სტოლმანი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Stallman, Richard. (27 სექტემბერი, 1983) Initial GNU announcement. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2008.
- ↑ Stallman, Richard. (7 მარტი, 2011) The Free Software Foundation Management. Free Software Foundation. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2011.
- ↑ Bernard S. Greenberg. Multics Emacs: The History, Design and Implementation.; GNU Emacs FAQ.; Jamie Zawinski. Emacs Timeline.
- ↑ GCC Contributors.
- ↑ 5.0 5.1 Richard Stallman lecture at the Royal Institute of Technology, Sweden (30 ოქტომბერი, 1986). ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2006.