GCC (GNU Compiler Collection, შემოკლებით) არის GNU პროექტის მიერ შექმნილი კომპილატორი. იგი შედგება სხვადასხვა თავისუფალი პროგრამებისგან რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე პროგრამული ენის კომპილირება, მათ შორის C, C++, Objective-C, Java, Ada და Fortran-ი.

GNU Compiler Collection
შემქმნელი პროექტი GNU
ბოლო ვერსია 14.1
გამოშვების თარიღი 07/05/2024
ოპერაციული სისტემები მრავალპლატფორმული
ტიპი კომპილატორი
ლიცენზია GNU GPL და GNU LGPL
საიტი gcc.gnu.org

იგი ხშირად არის გამოყენებული თავისუფალი პროგრამების შექმნისთვის. მაგალითად, ლინუქსის ბირთვი GCC-ის შესაძლებლობებზე არის დამოკიდებული.

GCC-ს შესახებ

რედაქტირება

GCC იქნა შექმნილი იუნიქსის სტანდარტული C კომპილატორის შესანაცვლად, რომელსაც ერქვა CC. თავის დროზე GCC ნიშნავდა GCC C Compiler-ს, ანუ GNU-ს C კომპილატორი. შემდეგ, სხვა პროგრამირების ენების მხარდაჭერის დამატების შედეგად სახელი შეიცვალა GNU Compiler Collection-ით (ყურადღება: Compiler-ის ბოლოში «s» არ არის).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება