რიფის ზურგრქოსანი
რიფის ზურგრქოსანი, ასევე ცნობილი ჰავაური სახელით, humuhumunukunukuāpuaokinaa (ˈhumuˈhumuˈnukuˈnukuˈwaːpuˈwɐʔə), ასევე როგორც Humuhumunukunukuapua'a ან უბრალოდ humuhumu, რომლის მნიშვნელობაა „რიფის ზურგრქოსანი ღორის მაგვარი დინგით“[1]. (ლათ. Rhinecanthus rectangulus) — სხივფარფლიანი თევზების სახეობა ზურგრქოსანისებრთა ოჯახიდან.
რიფის ზურგრქოსანი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Rhinecanthus rectangulus | ||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 193713 | ||||||||
|
აღწერა
რედაქტირებასხეულის საშუალო სიგრძე 30 სმ. ზურგის ორივე ფარფლში 3 ეკლიანი და 22–25 რბილი სხივია, ანალურში — 20–22 რბილი სხივი, უხეში არ აქვს. ზურგის შეფერილობა სტაფილოსფერ-ყავისფერია, გვერდებზე კუდთან ახლოს ორ-ორი წვრილი ზიგზაგისებური ყვითელი ხაზია, რომელიც გამოყოფს ზურგს კუდის შავი ღეროსგან, თავი და მუცელი თეთრი, თვალებიდან და მკერდის ფარფლებიდან ანალურ ფარფლამდე გადის განიერი შავი ზოლი.
არსებობის არეალი
რედაქტირებაცხოვრობს ტროპიკულ წყლებში იდოეთისა და წყნარ ოკეანეში წითელი ზღვიდან და სამხრეთ აფრიკიდან მარკიზის კუნძულებამდე, ჩრდილოეთით სამხრეთ იაპონიამდე და სამხრეთით ლორდ-ჰაუს კუნძულამდე.
ცხოვრების წესი და კვება
რედაქტირებატერიტორიული სახეობაა. იკვებება წყალმცენარეებით, დეტრიტით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით, ჭიაყელებით, კანეკლიანებით, ღრუბლებით, ფორამინიფერებით, პატარა თევზებით და ქვირითით.
ფოტო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rhinecanthus rectangulus (TSN 173206). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
- Marine Life Profile: Reef Triggerfish (PDF). Waikiki Aquarium. ციტირების თარიღი: 24 November 2011.
- Legislation to permanently establish as Hawaii state fish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2006. ციტირების თარიღი: 28 January 2006.
- Hawaii may honor fish with long name. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 18 April 2006.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ humuhumunukunukuapua'a. The Free Dictionary. Retrieved on 2015-05-18.