ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რიფათ ალ ასადი (არაბ. رفعت علي الأسد; დ. 22 აგვისტო, 1937, ლატაკიას პროვინცია, სირია) — სირიელი სამხედრო,  სახელმწიფო მოღვაწე ბაასის პარტიის პრო-სირიული ფრაქციიდან,  სირიის ვიცე-პრეზიდენტი 1984 - 1998 წლებში. სირიის ყოფილი პრეზიდენტის ჰაფეზ ასადის ძმა. 1983 წელს მას სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, რისთვისაც გააძევეს სირიიდან და ფაქტობრივად ჩამოაშორეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებას, ნომინალურად შეინარჩუნა რამდენიმე თანამდებობა 1998 წლამდე.[1][2][3][4]

რიფათ ალ ასადი
არაბ. رفعت علي الأسد
რიფათ ალ ასადი არაბ. رفعت علي الأسد
1980 -იანი წლები
სირიის დროშა სირია
სირიის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 მარტი 1984 – 8 თებერვალი 1998
პრეზიდენტი  ჰაფეზ ასადი
წინამორბედიმაჰმუდ ალ-აიუბი
მემკვიდრეაბდ ალ-ხალიმ ხადამი

ბაასის პარტიის სირიის რეგიონული ორგანიზაციის რეგიონალური ხელმძღვანელობის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აპრილი 1975 – 8 თებერვალი 1998

სამხედრო სამხსახური
1958-1984

დაბადებული22 აგვისტო 1937 (84 წლის)
კარდახა, ლატაკიის მუჰაფაზა, სირია
პოლიტიკური პარტიაბაასი (პროსირიული ფრაქცია)
მამაალი სულეიმან ასადი
შვილებირიბალ ალ-ასადი, სივარ ალ-ასადი
განათლებადამასკოს უნივერსიტეტი
წოდებაგენერალ-მაიორი
რელიგიაისლამი ალავიტი
ჯილდოებისაპატიო ლეგიონის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
რიფათ ასადი ჰაფეზ ასადთან ერთად (1980 წ.)

დაიბადა 1937 წელს სოფელ კარდახაში (ლატაკიის მუჰაფაზა), ალავიტების ღარიბ ოჯახში, იყო  მე -11 და ბოლო შვილი. სწავლობდა დამასკოს უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებასა და ეკონომიკას, შემდეგ სწავლობდა ქალაქ ჰომსის სამხედრო აკადემიაში . 1963 წელს დაიწყო სამხედრო სამსახური. იგი ოთხჯერ იყო დაქორწინებული (სავარაუდოდ, ერთსა და იმავე დროს): თავის ბიძაშვილ ამირზე (ასევე კარდახიდან), ანისაზე (ჰაფეზ ალ ასადის ცოლის ბიძაშვილი) რაჯა ბარაკატისა (ცნობილი სუნიტური ოჯახის წარმომადგენელი) და ლინა ალ-ჰაირზე ( სირიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალავიტური გვარის წარმომადგენელი).

1986 წლიდან მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ (ძირითადად საფრანგეთსა და ესპანეთში). რიფათის შვილი რიბალ ალ ასადი დამფუძნებელი და დირექტორია პარტიისა „მოძრაობა სირიის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის", მუდმივად აკრიტიკებს სირიის ამჟამინდელ რეჟიმს. მისი მეორე ვაჟი, სუმერი, ლონდონში განთავსებული სატელიტური ტელეკომპანიის მფლობელია, რომელიც რიფატის ინტერესებს გამოხატავს და კრიტიკულია სირიის ამჟამინდელი რეჟიმის მიმართ.[5][6]

ახალგაზრდობაში რიფათ ალ ასადი მონაწილეობდა სირიის დიქტატორების ჰუსნი ალ-ზაიმისა და ადიბ ალ-შიშაქლის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. 1952 წელს იგი შეუერთდა ბაასის პარტიას.1965 წელს გახდა სპეციალური უსაფრთხოების ძალების მეთაური, რომელიც ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ სირიის სამხედრო კომიტეტის წინაშე.

1969-1970 წლებში ის და მისი ქვედანაყოფი გახდნენ ჰაფეზ ალ ასადის მთავარი საყრდენი იმ დროს სირიის დე ფაქტო მმართველის —სალაჰ ჯადიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1971 წელს, მისი უსაფრთხოების ძალების ბაზაზე, შეიქმნა  ე.წ. "თავდაცვის ბრიგადები" (არაბ. سرايا الدفاع) —მაღალკვალიფიციური ქვედანაყოფები დაკომპლექტდა  ძირითადად ალავიტებისგან. ამ დანაყოფებში სამხედრო ტექნიკის ყველაზე თანამედროვე მოდელები შედიოდა. თავდაცვის ბრიგადების რაოდენობამ 15,000-20,000-ს მიაღწია. ისინი ძირითადად დამასკოს მიდამოებში  განალაგეს და მათი მთავარი ფუნქცია იყო რეჟიმის დაცვა გადატრიალების მცდელობებისაგან. ბრიგადები  ასევე  მონაწილეობდნენ 1976 წლის ივნის-ოქტომბერის  სირიის პირველ სამხედრო ოპერაციაში— ლიბანსა და ჰამაში აჯანყების ჩახშობაში.[7]

აჯანყების ჩახშობა ჰამაში

რედაქტირება

რიფათ ალ -ასადის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია მისი მონაწილეობა ჰამას აჯანყების ჩახშობაში, რომელიც 1982 წლის თებერვალში  მოაწყვეს რადიკალური ისლამური დაჯგუფების მუსლიმთა საძმოს წევრებმა.  ოპერაციამ ჰამაში 3 კვირა გასტანა (პირველი კვირა — ქალაქში კონტროლის აღდგენა და შემდეგი ორი კვირა — გაწმენდა), შედეგად, სხვადასხვა შეფასებით, 7000 – დან 40 000 ადამიანი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, თავად რიფათმა დაადგინა დაღუპულთა რიცხვი არანაკლებ 38,000. რიფათ ალ -ასადი ითვლება კონტრსაწინააღმდეგო ოპერაციის მთავარ ლიდერად, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მის დაქვემდებარებაში მყოფმა თავდაცვითმა ბრიგადებმა.[8]

სამხედრო გადატრიალების მცდელობა და სირიიდან გაძევება

რედაქტირება

1983 წელს რიფათის უფროსმა ძმამ და სირიის პრეზიდენტმა ჰაფეზ ალ ასადმა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო შექმნა ქვეყნის დროებითი კომიტეტი, რომელიც ძირითადად ასადის მომხრე სუნიტებით დაკომპლექტდა. კომიტეტის უკან არცერთი ძალა არ არსებობდა. ამ ნაბიჯმა უკმაყოფილება გამოიწვია ალავიტების სამხედრო წრეებში. რიფათის ერთგულმა ჯარმა (დაახლოებით 55 000 კაცი, ტანკებით, არტილერიითა და თვითმფრინავებით) დაიმორჩილა დამასკო. დაიწყო დაპირისპირება რიფათის ჯარებსა და მისი ძმის ერთგულ ჯარს შორის. 1984 წელს ჰაფეზ ალ ასადი გამოჯანმრთელდა. დედამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორ ძმას შორის კონფლიქტის მოგვარებაში. ითვლება, რომ ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდა სამივეს შეხვედრის შემდეგ. გადაწყდა, რომ რიფატი წავიდოდა საზღვარგარეთ და ჰაფეზი დაუბრუნდებოდა ქვეყნის მმართველობას.  რამდენიმე თვიანი საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ, 1984 წლის ბოლოს რიფათი, დაინიშნა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ეს თანამდებობა წმინდა ნომინალური იყო. მალე რიფათი გაათავისუფლეს თავდაცვითი ბრიგადების მეთაურის პოსტიდან, შემდეგ კი (1986 წ.) სირიიდან გააძევეს (ოფიციალური ფორმულირების თანახმად, იგი განუსაზღვრელი საქმიანი ვიზიტით გაგზავნეს).რიფათის წასვლის   შემდეგ წამყვანი თანამდებობებიდან  გადააყენეს  მისი მომხრეები. მან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა 1998 წლამდე. 1992 წელს რიფათს  უფლება მისცეს სირიაში ჩასულიყო დედის დაკრძალვაზე. 1998 წელს რიფათ ალ- ასადს ჩამოერთვა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა; 1999 წელს სირიაში მისი მომხრეები კვლავ რეპრესიების ქვეშ მოყვნენ, ხოლო ლატაკიაში მისი უკანონო პორტი შტურმით აიღეს. ანალიტიკოსებმა ეს მოვლენები განიხილეს, როგორც ჰაფეზ ალ ასადის მზადება შვილის— ბაშარ ალ ასადისთვის  ძალაუფლების გადასაცემად.[9][10]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Thomas L. Friedman (2012). "4. Hama Rules". From Beirut to Jerusalem (Revised ed.). Picador. ISBN 978-12500 5495
  1. "Dossier: Rifaat Assad". Middle East Intelligence Bulletin. 2 (5). 1 June 2000. Retrieved 16 June 2012.
  2. " Assad's cousin: West is right to back Syrian opposition, but it is backing the wrong one". Haaretz. 29 March 2012. every report from the period clearly puts Rifat at the center of the Hama operation
  3. "Syria's Assad forms new cabinet". Sarasota Herald Tribune. Damascus. AP. 12 March 1984. Retrieved 23 December 2012.
  4. " His Brother's Keeper" Time. 19 December 1983. President Reagan publicly thanked him when, through contacts in the Iranian regime of Ayatullah Khomeini, Rifaat secured the release of David Dodge.
  5. "Syrian president's uncle on trial in France for money laundering". BBC. 9 December 2019.
  6. "Spanish raids seize Assad uncle's assets in corruption inquiry". BBC. 4 April 2017.
  7. Rifaat al-Assad, Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-26. ციტირების თარიღი: 2021-11-26.
  8. Hama Massacre
  9. Henderson, Simon (24 July, 2012) "The Prince and the Revolution" The Washington Institute for Near East Policy. The closeness between Rifaat and Abdullah is more than just kinship: They worked together in the early 1980s when Rifaat was leading the Defense Companies
  10. Sadeq, Ali (8 July 2014). "Palestinians and the Assad regime: for history and generations to know". Middle East Monitor. At that time, he had arranged relations with Rifaat Al-Assad
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიფათ_ალ-ასადი“-დან