რევაზ ქავთარაძე
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|რევაზ ქავთარაძე}} |
რევაზ ქავთარაძე (დ. 30 ოქტომბერი, 1951, ივანწმინდა, საქართველო) — ქართველი მეცნიერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,[1] პროფესორი, მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის პრემიის ლაურეატი 2002 წელს.[2]
ბიოგრაფაია
რედაქტირებარევაზ ქავთარაძე დაიბადა 1951 წელს სოფელ ივანწმინდაში (საჩხერის რაიონი). 1973 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1978 წელს — ასპირანტურა მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო (1978) და სადოქტორო (1991) დისერტაციები. 1973-1975 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (მეცნიერ-თანამშრომელი), 1978-1981 წლებში — ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დოცენტი). მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ უნივერსიტეტებში და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში: მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი და ლაბორატორიის გამგე (1981 წლიდან), ამავე უნივერსიტეტის პროფესორი (1992 წლიდან), პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Beijinng Institute of Technology) მიწვეული პროფესორი (2018 წლიდან), რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (2017 წლიდან) და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (2020 წლიდან).
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებასაერთაშორისო მნიშვნელობის წვლილი შეიტანა მეცნიერების, კერძოდ თბოენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის ისეთი დარგის განვითარებაში როგორიცაა ძრავთმშენებლობა. რ. ქავთარაძის სამეცნიერო მოღვაწეობა ჯეროვნად არის შეფასებული სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი სამეცნიერო ცენტრების მიერ. სამეცნიერო სამუშაოების შესასრულებლად, აგრეთვე ლექციების კურსის წასაკითხად, მრავალგზის იყო მიწვეული საზღვარგარეთის ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში: მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (1990-1991, 1995, 1999-2000, 2004, 2009, 2011,2014 წლებში); როსტოკის უნივერსიტეტში (1986-1987, 1994-1995, 2000 წლებში), პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (1998, 2001, 2018 წლებში), ბრაიტონის უნივერსიტეტში (2003, 2008 წლებში). კონტრაქტით თანამშრომლობდა ძრავთმშენებელ ფირმებთან „Daimler Benz“ (199), „MAN“ (2000), „ООО КамАЗ“, „ООО ЗМЗ“, „ВНИИГАЗ“ (1982-2011) და სხვ. სამჯერ აქვს მინიჭებული გერმანიის აკადემიური კონტაქტების სამსახურის (DAAD) სტიპენდია (1990, 1994, 2000 წლებში). მონოგრაფიული სახის სახელმძღვანელოსათვის — რ. ქავთარაძე, „ლოკალური თბოცვლა დგუშიან ძრავებში“ (გამოიცა 2001, 2007 და 2016 წლებში)-მიენიჭა მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის პრემიის ლაურეატის წოდება (2002). ეს პრესტიჟული პრემია 1948 წლიდან ენიჭებათ საუკეთესო ნაშრომებს ტექნიკის მეცნიერებათა დარგში. აღნიშნული სალექციო კურსი შექმნილია რ. ქავთარაძის მიერ და უშუალოდ ეყრდნობა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ეს ნაშრომი, აგრეთვე წიგნი რუსულ ენაზე — რ. ქავთარაძე, „ძრავების თეორია. სპეციალური თავები (გამოიცა 2008 და 2016 წლებში)“ — წარმოადგენენ ძირითად სახელმძღვანელოებს მაგისტრების მოსამზადებლად ტექნიკური უნივერსიტეტებისათვის რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. რ. ქავთარაძე ავტორია მონოგრაფიების „Теплофизические процессы в дизелях, конвертированных на природный газ и водород“. Москва, (2011) და "ივანე ნიკურაძე. მითი და სინამდვილე", თბილისი. (2023)", რომელშიც გამოჩენილი ქართველი ჰიდროდინამიკოსის მოღვაწეობაა გაანალიზებული. თანაავტორობით გამოცემული აქვს აგრეთვე მონოგრაფიები: „Исследование процессов газообмена и теплообмена в дизелях методами математического и физического моделирования“, Тбилиси, (1986); „Combustion and Atmospheric Pollution“.Semenov Memorial.Torus Press Ltd (2003); „Авиационные двигатели и силовые установки“. 2-ое издание,Москва (2010), "Innovative Methods for Improvement of Technical, Economic and Ecological Efficiency of Motor Cars", New-York (2015); "წყალბადის ენერგეტიკა - ცივილიზაციის გლობალური პრობლემების გადაჭრის გზა",თბილისი, (2022); "წყალბადის დიზელის სამუშაო პროცესის კვლევა", თბილისი, (2022) და სხვ. ავტორია სტატიებისა ისეთ ცნობილ ენციკლოპედიურ გამოცემებში, როგორიცაა "EOLSS-Encyclopedia of Life Support Sestems", New York, Paris, London, (2005) და "Машиностроение", Москва, 2013. ძრავების თეორიაში ფართოდ არის ცნობილი რ. ქავთარაძის ფორმულები, რომლებიც საწვავის თვითაალების შეფერხების პერიოდის და წვის კამერაში თბოგაცემის კოეფიციენტის საანგარიშოდ გამოიყენებიან. ამ ფორმულების ანალიზი აღწერილია უცხოელ მეცნიერთა მიერ გამოცემულ მრავალ სამეცნიერო ნაშრომში, მათ შორის ცნობილ ამერიკულ მონოგრაფიაში Lieuwen T.,Yang V., Yetter R. Synthesis Gas Combustion. Fundamentals and Applications. CRC Press, New York (2010). გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 15 მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საქართველოში, აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, ჩეხეთში, ჩინეთში, რუსეთში და სხვა. სამეცნიერო სკოლის შემქმნელი და ხელმძღვანელი მიმართულებებით: „ლოკალური თბოცვლა დგუშიან ძრავებში“, „ძრავების ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება“. მისი ხელმძღვანეობით დაცულია 23 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის თბოცვლის თეორიის ნაციონალური კომიტეტის წევრი (2005 წლიდან), სარედაქციო კოლეგიის წევრი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალების „Транспорт на альтернативном топливе“, „Инженерный журнал: наука и инновации“ (ელექტრონული სამეცნიერო-ტექნიკური გამოცემა) და სხვა.
ნაშრომები
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- Кавтарадзе Р.З. и др. Исследование процессов газообмена и теплообмена в дизелях методами математического и физического моделирования (монография). Изд-во Академии Наук ГССР „Мецниереба“. – 1986. -196 с.
- Kavtaradze R.Z. EOLSS-Encyclopedia of Life Support Sestems/Thermal to Mechanical Energy Conversion Engines and Requirements/Chapter l3.11.1.3. Thermodynamic Cycles of Reciprocating and Rotary Engines. Bruxelles, New York, Paris, London. Eolss Publishing. http://www.eolss.net/Eolss-sampleAllChapter.aspx. 2005.-35 Pp.
- Кавтарадзе Р.З. Теплофизические процессы в дизелях, конвертированных на природный газ и водород. Москва:Изд-во МГТУ им. Н.Э. Баумана, 2011.- 238 с.;
- Кавтарадзе Р.З., Онищенко Д.О., Зеленцов А.А. Трехмерное моделирование нестационарных теплофизических процессов в поршневых двигателях. – Москва: Изд-во МГТУ им. Н.Э. Баумана, 2012.-85 с.
- Kavtaradze R.Z., Natriashvili T.M., Zelentsov A.A. Ignition Delay and Emission of the Noxious Substances in Double-Fuel Engines Working on the natural Gas and Syngases//Chapter 15 (p. 109-120) in the Book: Innovative Methods for Improvement of Technical, Economic and Ecological Efficiency of Motor Cars (ISBN:978-1-63463-671-1). NOVA-Publishers. New-York. 2015. -138 p.
- Кавтарадзе Р.З. Локальный теплообмен в поршневых двигателях, 3-е издание (первое издание-2001 г., второе издание -2007 г.). Москва: Изд-во МГТУ им. Н.Э. Баумана, 2016.-515 с. ;
- Кавтарадзе Р.З. Теория поршневых двигателей. Специальные главы. 2-е издание (первое издание-2008 г.). Москва: Изд-во МГТУ им. Н.Э. Баумана, 2016.-589 с.
- კვესიტაძე გ., ხუროძე რ., ქავთარაძე რ. წყალბადის ენერგეტიკა - ცივილიზაციის გლობალური პრობლემების გადაჭრის გზა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2022 წლის 8 აპრილის სხდომაზე გაკეთებული მოხსენებისა და მის ირგვლივ გამართული დისკუსიის მიხედვით). თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობა.-2022.-76 გვ.
- ქავთარაძე რ., ნატრიაშვილი თ., ღლონტი მ. წყალბადის დიზელის სამუშაო პროცესის კვლევა. რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი. თბილისი, 2022.-151 გვ.
- ქავთარაძე რ. "ივანე ნიკურაძე. მითი და სინამდვილე". გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი,-2023.-216 გვ.
სტატიები
რედაქტირება- Kawtaradse R.S. Mathematische Modell des komplizierten Wärmeaustausches - Konvektion und Strahlung im Brennraum Dieselmotors. Technische Mechanik, Band 10, N 3. -1989. S.175-177.
- Kavtaradze R.Z. Solution of Problems of convective and complex heat transfer in a Diesel combustion chamber, takng account of near-wall turbulent flow//High Temperature, March. New-York, Plenum Publishing Corporation. -1991. P. 740-748.
- Kawtaradze R.Z., Woschni G., Zeilinger K. Dralluntersuchung im Vierventil-Dieselmotor mit Hilfe stationärer Durchströmung. Abschlusbericht// Technische Universität München.-1995. -49 s.
- Kavtaradze R.Z., Lobanov I.E. The Question of Calculating the Boundary Layer and Turbulent Prandtl Number for Combined Radiative and Convective Heat Exchange//Applied Energy. . Vol.37, N1. 1999. pp.162-167.
- Kavtaradze R.Z., Zeilinger R., Zitzler G. Ignition Delay in a Diesel Engine Utilizing Different Fuels. High Temperature. Vol. 43, N6, 2005. pp.951-960;
- Kavtaradze R.Z., Gaivoronskii A.I., Fedorov V.A., Onishchenko D.O., Shibanov A.V. Calculation of Radiative-Convective Heat Transfer in the Combustor of Diesel Engine. High Temperature, Vol. 45, No. 5. -2007. pp. 673-680.
- Kavtaradze R.Z., Onishchenko D.O., Zelentsov A.A., Sergeev S.S. The influence of rotational charge motion intensity on nitric oxide formation in gas-engine cylinder. International Journal of Heat and Mass Transfer, N 52,(2009)-pp.4308–4316;
- Kavtaradze R., Zelentsov A., Gladyshev S., Kavtaradze Z., Onishchenko D. Heat Insulating Effect of Soot Deposit on Local Transient Heat Transfer in Diesel Engine Combustion Chamber. USA-SAE International Paper, N 2012-01-1217. -12 p;
- Kavtaradze R.Z., Sergeev S.S. New Alternative (Partially Homogeneous) Combustion Process as a Method for Reduction of Concentrations of Nitric Oxides and Soot in Combustion Products of Diesel. High Temperature. Vol.52, №2,-2014. Pp. 285-299.
- Leont’ev A.I., Kavtaradze R. Z., Onishchenko D.O., Golosov A.S., Pankratov S.A. Improvement of piston engine operation efficiency by direct conversion of the heat of exhaust gases into electricenergy. High Temperature, 2016, Vol. 54, No. 1, pp. 104–111.
- Kavtaradze R.Z. Improving the Ecological Indices of a Hydrogen Diesel Engine with Direct Gaseous Hydrogen Ingection. Allerton Press, Inc. ISSN 1052-6188, Journal of Machinery Manufacture and Reliability, 2016, Vol. 45, No. 4, pp. 307–315.
- Kavtaradze R.Z., Zelentsov A.A., Krasnov V.V. Local Heat Transfer in Diesel Combustion Chamber Converted to Operate on Natural Gas and Hydrogen. High Temperature, Vol. 56, No. 6. -2018, pp. 900–909.
- Kavtaradze R.Z. Influence of the Rotational Charge Motion on the Processes of Nitrogen Oxide Formation and Nonstationary Heat Transfer in a Hydrogen Diesel. Journal of Machinery Manufacture and Reliability. Vol. 47, № 2. -2018. Pp. 187–195.
- Kavtaradze, R., Natriashvili, T., and Gladyshev, S. Hydrogen-Diesel Engine: Problems and Prospects of Improving the Working Process. SAE Technical Paper 2019-01-0541, 2019.-15 p.
- Wan Rui, Wang Yichun, Kavtaradze Revaz, Hongzeng Ji, He Xinglei. Research on the air-side thermal hydraulic performance of louvered fin and flat tube heat exchangers under low-pressure environment. Experimental Heat Transfer, Vol. 33, Issue 1, 2 January 2020.- P. 81-99.
- Natriashvili T., Kavtaradze R., Glonti M., Chilashvili G. Ecological Characteristics of the Direct Injection Hydrogen Diesel with the Use of the 3D Model. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. Vol. 14, № 3, 2020. Pp.56-63.
- Kavtaradze R.Z., Kondratev A.M., Rongrong Ch., Citian Ch., Baigang S., Sakhvadze G. Zh. Local Heat Exchange in the Combustion Chamber of a Hydrogen Engine Running on a Lean Fuel. Journal of Machinery Manufacture and Reliability, 2021, Vol. 50, No. 1, pp. 79–87.
- Miao L., Wang Y., Kavtaradze R., Guo F., Li Y. Investigation of the heat transfer and flow characteristics in wavy fins of compact heat exchanger in a sand-dust environment. International Journal of Heat and Mass Transfer. Volume 168, April 2021.
- Kavtaradze R.Z., Natriashvili1 T.M., Glonti M.G., Baigang Sun, Yichun Wang, Cheng Rongrong, Chang Citian. Influence of the exhaust gas recirculation on formation of NOx in the hydrogen engine working on the leaked mixture (Experiment and 3D modeling). IOP Conf. Series: Materials Science and Engineering. 1100 (2021) 012013. Pp.1-7.
- Miao Long, Wang Yichun, Kavtaradze Revaz, Liu Shiqun, Zhang Songmao. Experimental and numerical analyses of thermal-hydraulic characteristics of aluminium flying-wing fins. Applied Thermal Engineering, V. 203. 2022. P. 1-18.
- Kavtaradze R.Z., Onischenko D.O., Golosov A.S., Zelentsov A.A., Chen Zh., and Sakhvadze G.Zh. The Influence of the “Piston Heat Belt–Sleeve” Gap on Heat Exchange in the Combustion Chamber of an Engine Depending on the Fuel Utilized. Journal of Machinery Manufacture and Reliability, 2022, Vol. 51, No. 2, pp. 112–120.
- Miao Long, Wang Yi-Chun, Kavtaradze Revaz, Liu Shi-Qun, Sun Xiao-Xia, Zhang Tao. Numerical investigation of heat transfer and flow resistance characteristics of interpenetrated flying-wing finned tubes. Int. Jour. of Heat and Mass Transfer. 191 (2022). 16-p.
ლიტერატურა
რედაქტირება- Кузница „моторных кадров“ (почему мы не можем построить наш отечественный „Мерседес“). Интервью с Н.А. Иващенко, Р.З. Кавтарадзе, Ф. Раупахом (Руководитель учебного центра „Фольксваген АГ“ в Москве). „Независимая газета“, от 19.05.2000. Приложение к «Независимой газете» „Круг жизни“, № 10, от 19.05.2000. –С. 5.
- Научные школы МГТУ им. Н.Э. Баумана. Под ред. И.Б. Федорова и К.С. Колесникова.Москва: 2005.-464 с.; 2.
- Иващенко Н.А., Чайнов Н.Д. и др. 100 лет специальности «Двигатели внутреннего сгорания» в МГТУ им. Н.Э. Баумана (монография). Москва, изд-во МГТУ им.Н.Э. Баумана. 2007.-296 с.;
- Lieuwen T.,Yang V., Yetter R. Synthesis Gas Combustion. Fundamentals and Applications. CRC Press, New York (2010).
- Междунар.журналь „Транспорт на альтернативном топливе“, №5, 2011.-72 с. იხ. აგრეთვე ინტერნეტ-წყაროები: Google-Scholar, yandex, e-LIBRARY და სხვ.;
- გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 20 ოქტომბერი, 2021 წ. №190 (9309).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Кавтарадзе Реваз Зурабович. mathnet.ru. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2018.
- ↑ Кавтарадзе Реваз Зурабович. piston-engines.ru. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო, 2018.