რებეკა უესტი

ბრიტანელი მწერალი და ფემინისტი

დეიმ სისილი იზაბელ ფეირფილდი (ინგლ. Dame Cicily Isabel Fairfield; დ. 21 დეკემბერი, 1892 – გ. 15 მარტი, 1983) — ბრიტანელი ავტორი, ჟურნალისტი და ლიტერატურათმცოდნე. წერდა რამდენიმე ჟანრში, წიგნების განხილვებს აკეთებდა ჟურნალებისთვის, The Times, New York Herald Tribune, The Sunday Telegraph და The New Republic. იყო „The Bookman“-ის კორესპონდენტი. მისი ძირითადი ნამუშევრებია: „შავი კრავი და რუხი ფალკონი“ (1941), რომელიც დაწერა იუგოსლავიის ისტორიასა და კულტურაზე; „ფხვნილის მატარებელი“ (1955), თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ნიუ-იორკერში; „ღალატის მნიშვნელობა“ (პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში სტატიად, ხოლო 1947 წელს წიგნის სახით გამოვიდა), მოგვიანებით გამოსცა მოდერნისტული პირველი მსოფლიო ომის შესახებ დაწერილი რომანი „ჯარისკაცის დაბრუნება“ (1918); ავტორია რამდენიმე ავტობიოგრაფიული რომანებისა: „ობრის ტრილოგია“, „შადრევანი იღვრება“ (1956), „ეს ნამდვილი ღამე“ (გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ 1984 წელს) და „ბიძაშვილი როზამუნდი“ (1985). ჟურნალმა ტაიმმა მას 1947 წელს უწოდა „მსოფლიოს ნომერ პირველი ქალი მწერალი“.

რებეკა უესტი
ინგლ. Rebecca West
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1892(1892-12-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ლონდონი[9]
გარდაცვალების თარიღი 15 მარტი, 1983(1983-03-15)[1] [2] [3] [10] [4] [6] [7] [11] [8] (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[9]
დასაფლავებულია ბრუკვუდის სასაფლაო[9]
ფსევდონიმი Lynx[12]
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, სუფრაჟისტები, პროზაიკოსი[12] , პუბლიცისტი[12] და რომანისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი George Watson's College
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
მეუღლე Henry Maxwell Andrews
პარტნიორ(ებ)ი ჰერბერტ უელსი
შვილ(ებ)ი ენტონი უესტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რებეკა უესტი დაიბადა სისილი იზაბელ ფეირფილდის სახელით,[13] 1892 წლის 21 დეკემბერს, ლონდონში, ინგლისში. დედამისი იზაბელა, რომელიც შოტლანდიელი იყო, უკრავდა პიანინოზე, თუმცა ჩარლზ ფეირფილდზე დაქორწინების შემდეგ აღარ გაუგრძელებია მუსიკალური კარიერა. ანგლო-ირლანდიელი ჩარლზი მონაწილეობას იღებდა აშშ-ის სამოქალაქო ომში,[14] რომლის შემდეგაც ინგლისში დაბრუნდა და ჟურნალისტობა მოინდომა. მან ოჯახი მაშინ მიატოვა, როდესაც სისილი 8 წლის იყო, მის შემდეგ ჩარლზი ოჯახთან არ დაბრუნებულა, გარდაიცვალა სიღარიბეში და სიმარტოვეში, ლივერპულში, 1906 წელს, მაშინ სისილი 14 წლის იყო.[15] ოჯახის დანარჩენი წევრები საცხოვრებლად გადავიდნენ ედინბურგში, შოტლანდიაში, სადაც სისილიმ განათლება მიიღო ჯორჯ უოტსონის ქალბატონების კოლეჯში. 1907 წელს ტუბერკულოზის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ კოლეჯში აღარ დაბრუნებულიყო, მოგვიანებით უოტსონის კოლეჯში სწავლა აღწერა, როგორც „ციხის“ მსგავსი.[16]

უესტს ორი უფროსი და ჰყავდა. ლეტიცია (ლეტი), რომელმაც კარგი განათლება მიიღო, გახდა ერთ-ერთი პირველი სრულად კვალიფიციური ექიმი ქალი ბრიტანეთში, ისევე როგორც ადვოკატი Inns of Court-ში. ვინიფრედი (ვინი), შუათანა და, ცოლად გაჰყვა ნორმან მაკლეოდს, მდივნის მთავარ თანაშემწეს, რომელიც შემდგომ გრინვიჩის საავადმყოფოს გენერალურ დირექტორი გახდა. ვინის შვილები და რებეკა მოგვიანებით ძლიერ დაახლოვდნენ;[17] ელისონ მაკლეოდმა სამწერლო კარიერას მიჰყო ხელი.[18] უესტიმ ლონდონში მსახიობობა შეისწავლა და დაირქვა ჰენრიკ იბსენის როსმერსჰოლმიდან მეამბოხე ახალგაზრდა გმირის სახელი, რებეკა უესტი. რებეკა და მისი უფროსი და, ლეტი ჩაერთნენ ქალთა საარჩევნო უფლებების მოძრაობაში და მონაწილეობდნენ ქუჩის საპროტესტო აქციებში. იმავდროულად, უესტი მუშაობდა ჟურნალისტად ფემინისტურ ყოველკვირეულ გაზეთ Freewoman-სა და Clarion-ში.

ურთიერთობები და დედობა

რედაქტირება

1912 წელს უესტმა პროვოკაციული მიმოხილვა დაწერა ჰერბერტ უელსის რომანზე, „ქორწინება“, რომელიც გამოქვეყნდა Freewoman-ში. მიმოხილვამ დააინტერესა უელსი და უესტი მიიწვია ლანჩზე. მიუხედავად იმისა, რომ უელსი დაქორწინებული იყო და მასზე 26 წლის უფროსი იყო, ისინი დაახლოვდნენ და მალე შეყვარებულებიც გახდნენ. მათ 10 წლიანი ურთიერთობისას შეეძინათ ვაჟი, ენტონი უესტი, რომელიც დაიბადა 1914 წლის 4 აგვისტოს. მათი მეგობრობა 1946 წელს ჰერბერტ უელსის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

ამბობენ, რომ უესტს ურთიერთობა ჰქონდა ჩარლი ჩაპლინთან, ლორდ ბივერბრუკთან და ჟურნალისტ ჯონ გიუნტერთან.[19]

ადრეული კარიერა და ქორწინება

რედაქტირება

უესტი აქვეყნებდა ესეებს და მიმოხილვებს გაზეთებში: The New Republic, New York Herald Tribune, New York American, New Statesman, The Daily Telegraph-თვის და მრავალი სხვა გაზეთებისა და ჟურნალებისთვის. 1920-იანი წლების განმავლობაში უესტმა დაიწყო აშშ-ში ვიზიტები, რათა წაეკითხა ლექციები, შეხვედროდა ხელოვანებს და ჩართულიყო იმ დროის პოლიტიკურ ამბებში. ის იყო რომანისტი გლედის სტერნის დიდი მეგობარი, 1924 წელს სტერნი და კლემენს დეინი მასთან ერთად იყვნენ ამერიკაში.[20] რებეკა იქ ყოფნისას იმ დროის სხვა მნიშვნელოვან ფიგურებთან ერთად, დაუმეგობრდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დამფუძნებელს ალენ დალესს, ჩარლი ჩაპლინს, ჰაროლდ როსს და ისტორიკოს არტურ შლეზინგერს. 1948 წელს, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა გადასცა ქალთა პრესკლუბის ჯილდო ჟურნალისტიკაში და უწოდა მას „მსოფლიოს საუკეთესო რეპორტიორი“.

1930 წელს, 37 წლის ასაკში, იგი დაქორწინდა ბანკირზე, ჰენრი მაქსველ ენდრიუსზე. უესტის მწერლობამ მას მნიშვნელოვანი სიმდიდრე მოუტანა და 1940 წლისთვის რებეკა ფლობდა მანქანა Rolls-Royce-ს და დიდ სახლს, Ibstone House-ს, რომელიც სამხრეთ ინგლისის ჩილტერნ ჰილზში მდებარეობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს უესტმა იუგოსლავიელი ლტოლვილები ჩაასახლა თავისი მამულის სათადარიგო ოთახებში.

მოგვიანებით ცხოვრება

რედაქტირება

იგი ბევრს მოგზაურობდა სიბერემდე. 1966 და 1969 წლებში ორი დიდი მოგზაურობით იმყოფებოდა მექსიკაში, სადაც მოიხიბლა ქვეყნის ძველი კულტურით და მისი მაცხოვრებლებით. მეხიკოში დარჩა მსახიობ რომნი ბრენტთან, ხოლო კუერნავაკაში კეტრინ (კიტ) რაიტთან, დიდი ხნის მეგობართან.[21]

 
უესტის სასაფლაო ბრეკვუდის სასაფლაოზე

მას შემდეგ რაც დაქვრივდა, იგი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც იყიდა ფართო ბინა ჰაიდ-პარკის ხედით. სამწუხაროდ, ირანის საელჩოს მეზობლად იყო. 1980 წლის მაისის ინციდენტის დროს უესტი, საჭირო გახდა მისი ევაკუირება,[22] მაშინ იგი 87 წლის იყო. მისი ცხოვრების ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აგრძელებდა ძალიან აქტიურ სოციალურ ცხოვრებას, მეგობრობდა მართა გელჰორნთან, დორის ლესინგთან, ბერნარდ ლევინთან, კომიკოსთან ფრენკი ჰოუერდთან და კინოვარსკვლავთან და რეჟისორთან უორენ ბიტისთან, რომელმაც ის გადაიღო ფილმში, Reds. წერდა განუწყვეტელი ტემპით, მისი მიმოხილვები ქვეყნდებოდა The Sunday Telegraph-ში, 1966 წელს გამოაქვეყნა მისი ბოლო რომანი „The Birds Fall Down“.

უესტს 1970-იანი წლების ბოლოს ჰქონდა მხედველობის პრობლემა და მაღალი წნევები. იგი გარდაიცვალა 1983 წლის 15 მარტს და დაკრძალულია ბრუკვუდის სასაფლაოზე, ვოკინგში.[23]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 454. — ISBN 978-1-85743-228-2
  9. 9.0 9.1 9.2 Find a Grave — 1996.
  10. FemBio database
  11. Munzinger Personen
  12. 12.0 12.1 12.2 Czech National Authority Database
  13. Encyclopedia Britannica, 17 December 2018
  14. Chambers, Whittaker (8 December 1947). „Circles of Perdition: The Meaning of Treason“. Time. ციტირების თარიღი: 26 March 2017.
  15. Glendinning 1987, p. 21–22
  16. West, Rebecca (22 January 1916). „The World's Worst Failure“. The New Republic.
  17. Rollyson 1996, p. 418–27
  18. Archives Hub. Archives Hub. ციტირების თარიღი: 4 April 2012
  19. Schlesinger, Arthur, Jr. (April 1997). „A Man From Mars“. The Atlantic: 113–118.
  20. Nottingham Evening Post, 4 August 1924, p.3.
  21. Rollyson 1996, p. 353–9
  22. Rollyson 1996, p. 413–4
  23. Rebecca West. Necropolis Notables. The Brookwood Cemetery Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2022.
  24. Rebecca West papers. Lib.utulsa.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-28. ციტირების თარიღი: 2022-02-28.