რაულ ქირია
რაულ ქირია (დ. 23 აპრილი, 1984, ხობი, საქართველოს სსრ) — ქართველი ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.[1]
რაულ ქირია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 აპრილი, 1984 ხობი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2005) თბილისის ეკოლოგიისა და ეკონომიკის ინსტიტუტი (2006) კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი (2018) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (2023) |
პროფესია |
ჟურნალისტი პოლიტოლოგი |
საქმიანობა | საზოგადოებასთან ურთიერთობები და ჟურნალისტიკა |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებარაულ ქირია 1984 წლის 23 აპრილს ქალაქ ხობში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება, 2006 წელს კი თბილისის ეკოლოგიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება. 2018 წელს სწავლობდა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2023 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და მათი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები“.[2]
მუშაობდა გაზეთებში: „თბილისი“ (2001-2002), „თბილისელები“ (2001-2003) და „თავისუფალი გაზეთი“ (2003-2005). 2002-2003 წლებში იყო ჟურნალ „კვირის ბოლოს“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს პირველი არხისა და ტელეკომპანია „მზის“ რეპორტიორად.
2008-2009 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მედია ცენტრის დირექტორი, ხოლო 2010-2013 წლებში მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობდა.
2009-2010 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციაში „კოალიცია სამართლიანობისათვის“, ხოლო 2011-2012 წლებში „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში“ მედია კონსულტანტად მუშაობდა. 2014-2015 წლებში იყო ტელეკომპანია „TV 8“-ის დირექტორი. 2012 წელს დააფუძნა საინფორმაციო სააგენტო „Front News“ და ამავე წლიდან არის სააგენტოს მთავარი რედაქტორი.
2016 წელს, ჟურნალისტული საქმიანობით ქართულ-უკრაინულ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, უკრაინის კულტურის მინისტრმა, ევგენი ნიშუკმა საპატიო დიპლომით დააჯილდოვა.[3]
2017 წელს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში უკრაინელი პოლიტიკოსის, ინა ბოგოსლოვსკაიას, მრჩეველი იყო. 2018 წელს უკრაინის საგამოძიებო ბიუროს თავმჯდომარის კრიზისებისა და კომუნიკაციების მართვის კონსულტანტად მუშაობდა. 2019-2020 წლებში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი იყო.[4]
2014 წლიდან არის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ მედია კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი. 2020 წლიდან ლექციებს კითხულობს ევროპის უნივერსიტეტში.
2024 წლის 4 ოქტომბერს უნივერსალური მშვიდობის ფედერაციამ, მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რაულ ქირიას მშვიდობის ელჩის წოდება მიანიჭა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი
- ↑ GEORGIA’S AND UKRAINE’S EUROPEAN PERSPECTIVE
- ↑ რაულ ქირია უკრაინის კულტურის მინისტრმა დააჯილდოვა. kvira.ge. 20 მაისი, 2016. წვდომის თარიღი: 14 მარტი, 2022.
- ↑ იმერეთის გუბერნატორის მრჩევლად რაულ ქირია ინიშნება. newpress. 1 ოქტომბერი, 2019.