რომანოზ რაზმაძე

(გადამისამართდა გვერდიდან რაზმაძე, რომანოზ)

რომანოზ რაზმაძე (ზუბაშვილი) (დ. წელი უცნობია ― გ. 1811, სოფ. წესი) — ქართველი მესტამბე, გამომცემელი. მოღვაწეობდა XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისში.

რაზმაძე სასულიერო პირი იყო. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ერეკლე II-ის, ქუთაისის და სოფ. წესის სტამბების აღდგენა-დაარსებაში. 20 წელი მსახურობდა ერეკლე II-ის სტამბაში. იქ 1786 წელს დაბეჭდა "სახარება", 1788 - "ზატიკი", 1790 - "დაუჯდომელი", 1791 - "ჟამნი", "სამოციქულო" და "სახარება", 1793 - "კონდაკი", "მარხვანი", "მცირე ლოცვანი" და სხვა. 1795 წელს თბილისის აოხრებისა და სტამბის დანგრევის შემდეგ რაზმაძე მოზდოკს გადავიდა გაიოზ რექტორთან. მოზდოკში სტამბის დაარსების შემდეგ, 1796-1797, სოლომონ II-ის მიწვევით სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სტამბის გამართვის საქმეში, ხოლო გ. პაიჭაძის მოსკოვში გადასვლის შემდეგ სტამბას თვითონ ჩაუდგა სათავეში.

ლიტერატურა

რედაქტირება