ჟუან-დი-ნოვა (ფრანგ. Île Juan de Nova) — კუნძული მოზამბიკის სრუტეში, მადაგასკარიდან მოზამბიკამდე მიმავალი გზის 1/3-ზე.

ჟუან-დი-ნოვა
მშობ. სახელი: ფრანგ. Île Juan de Nova

კუნძულ ჟუან-დი-ნოვას რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 17°03′00″ ს. გ. 42°45′00″ ა. გ. / 17.05000° ს. გ. 42.75000° ა. გ. / -17.05000; 42.75000
ფართობი 4,4 კმ²
სანაპიროს სიგრძე 24,1 კმ
უმაღლესი წერტილი 10 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
ჟუან-დი-ნოვა — ინდოეთის ოკეანე
ჟუან-დი-ნოვა

საფრანგეთმა ის ჩართო საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ეპარსეს კუნძულების შემადგენლობაში. მასზე პრეტენზიას აცხადებს მადაგასკარი.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძულ ჟუან-დი-ნოვას რუკა

ფართობი — 4,4 კმ², სანაპირო ზოლის სიგრძე — 24,1 კმ. კუნძულის ტერიტორია ბუნებრივი ნაკრძალია, მისი 90 % დაკავებულია ტყეებით.

კუნძულის შიდა წყლებს აქვთ 12 მილის სიგანე, შელფი გადაჭიმულია 200-მეტრიანი სიღრმის ზონაზე ანუ დამუშავების სიღრმეში, ეკონომიკური ზონა — 200 საზღვაო მილი.

კლიმატი ტროპიკულია. პერიოდულად კუნძულზე გადაივლიან ციკლონებიы. რელიეფი დაბალი და ვაკიანია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 10 მეტრს.

ბუნებრივი რესურსები — გუანოს მარაგი და სხვა სასუქები.

კუნძულს XV საუკუნეში ცნობილი გალისიური წარმოშობის პორტუგალიელი ზღვაოსანის და მკვლევარის ჟუან-და-ნოვას პატივსაცემად ეწოდა მისი სახელი. საფრანგეთის სამფლობელო გახდა 1897 წელს.

ეკონომიკა

რედაქტირება

გამოიყენება გუანოს და ფოსფატების მოპოვებისათვის. გუანოს წლიური მოპოვება აღწევს 12 000 ტონას. კუნძულზე მდებარეობს მცირე სამხედრო გარნიზონი, რომელიც იცავს მეტეოროლოგიურ სადგურს. კუნძულს ზოგჯერ მეცნიერები სტუმრობენ (2004 წლის ივლისი). მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს.

ჟუან-დი-ნოვას კუნძულზე არსებობს 1996 წელს აშენებული გრუნტიანი ასაფრენი ზოლი, სიგრძით დაახლოებით 1 კმ. კუნძულის სიღრმეში მიემართება რკინიგზის მცირე მონაკვეთი. საზღვაო პორტები არ არსებობენ, გემების გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ ღუზის დახმარებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება