ჟანა დე ევრე (ფრანგ. Jeanne de Évreux; დ. 1310 — გ. 4 მარტი, 1371) — ევრეს გრაფ ლუი ფრანგისა და მისი მეუღლის, გრაფინია მარგარიტა არტუელის ნაბოლარა შვილი. საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი 1325-1328 წლებში როგორც შარლ IV-ის მესამე ცოლი. საფრანგეთის პრინცესა და ორლეანის ჰერცოგინია ბლანშ კაპეტის დედა.

ჟანა დე ევრე
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 5 ივლისი, 1325
მმართ. დასასრული: 1 თებერვალი, 1328
წინამორბედი: მარია ლუქსემბურგელი
მემკვიდრე: ჟანა ბურგუნდიელი
ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 5 ივლისი, 1325
მმართ. დასასრული: 1 თებერვალი, 1328
წინამორბედი: მარია ლუქსემბურგელი
მემკვიდრე: ჟანა დე ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1310
გარდ. თარიღი: 4 მარტი, 1371, (60-61 წლის)
მეუღლე: შარლ IV, საფრანგეთის მეფე
შვილები: ბლანში, ორლეანის ჰერცოგინია
მამა: ლუი, ევრეს გრაფი
დედა: მარგარიტა არტუელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟანა დაიბადა 1310 წელს ნორმანდიის საგრაფო ევრეში. მამამისი თავად იყო ევრეს გრაფი ლუი კაპეტი, რომელიც საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და დედოფალ მარია ბრაბანტელის ვაჟი იყო. რაც შეეხება დედამისს, იგი ასევე ფრანგი დიდგვაროვანი მარგარიტა არტუელი იყო, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ისა და დედოფალ ბლანკა კასტილიელის შთამომავალი იყო. ჟანა მარგარიტასა და ლუის ნაბოლარა ქალიშვილი იყო.

ჟანას ბავშვობის შესახებ არაფერია ცნობილი. 1324 წელს ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა საფრანგეთის დედოფალი მარია ლუქსემბურგელი. უმემკვიდრეოდ დარჩენილი, უკვე მეორედ დაქვრივებული საფრანგეთის მეფე შარლ IV იძულებული გახდა მესამედ შეერთო ცოლი, რათა ვაჟი გაეჩინათ. ვინაიდან ჟანა და შარლი პირველი თაობის ბიძაშვილები იყვნენ, მათ ქორწინებაზე რომის პაპის თანხმობა იყო საჭირო, რომელიც სრულიად უპრობლემოდ მისცათ პაპმა იოანე XXII-მ. 1325 წლის 5 ივლისს ჟანა და შარლი დაქორწინდნენ, რითაც იგი საფრანგეთისა და ნავარის დედოფლად იქცა.

სამწლიანი დედოფლობის მოკლე პერიოდში, ჟანამ სულ სამი გოგონა გააჩინა — ჟანა, მარი და ბლანში. 1328 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა მეფე შარლი, ისე რომ მამრობითი სქესის მემკვიდრე მაინც ვერ დატოვა. სწორედ ამიტომ შეწყდა კაპეტთა დინასტია და საფრანგეთში მათი მონათესავე ვალუას დინასტია გამეფდა. ამ მომენტიდან ჟანას შესახებ უკვე აღარ გვაქვს ცნობები. ჩვენთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი 1371 წლის 4 მარტს გარდაიცვალა, 60-61 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Anne-Hélène Allirot, « L'entourage et l’Hôtel de Jeanne d'Évreux, reine de France (1324-1371) », Annales de Bretagne et des pays de l'Ouest, Rennes, Presses universitaires de Rennes, vol. 116, no 1,‎ 2009, p. 169-180.
  • uillaume Mollat, « Clément VI et Jeanne d'Évreux, reine de France et de Navarre », Revue d'histoire ecclésiastique, vol. 58, no 1,‎ 1963, p. 140-141.