ბლანკა კასტილიელი
ბლანკა კასტილიელი (ესპ. Blanca de Castila, ფრანგ. Blanche de Castile; დ. 4 მარტი, 1188 — გ. 27 ნოემბერი, 1252) — ივრეას დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის მეფე ალფონსო VIII-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეონორ ინგლისელის მესამე ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1223-26 წლებში როგორც ლუი VIII-ის მეუღლე. საფრანგეთის მეფე ლუი IX წმინდას დედა და მისი რეგენტი 1226-1248 წლებში. იგი იყო ასევე წმინდა იზაბელასა და ანჟუს დინასტიის დამაარსებლის, ნეაპოლის მეფე შარლ I-ის დედა.
ბლანკა კასტილიელი | |
---|---|
Blanca de Castila | |
საფრანგეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 6 აგვისტო 1223 |
მმართ. დასაწყისი: | 14 ივლისი, 1223 |
მმართ. დასასრული: | 8 ნოემბერი, 1226 |
წინამორბედი: | ინგებორგ დანიელი |
მემკვიდრე: | მარგარიტა პროვანსელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 მარტი 1188 |
დაბ. ადგილი: | პალენსია, კასტილია |
გარდ. თარიღი: | 27 ნოემბერი 1252, (64 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ლუი VIII, საფრანგეთის მეფე (ქ. 1200 - გარდ. 1226) |
შვილები: |
1. ლუი IX, საფრანგეთის მეფე 2. რობერ I, არტუას გრაფი 3. ალფონსი, პუატიეს გრაფი 4. წმინდა იზაბელა 5.შარლ I, ნეაპოლის მეფე |
დინასტია: | ივრეა |
მამა: | ალფონსო VIII, კასტილიის მეფე |
დედა: | ელეონორ ინგლისელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაინფანტა ბლანკა დაიბადა 1188 წლის 4 მარტს კასტილიაში. იგი იყო კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო VIII-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეონორ ინგლისელის მეოთხე ქალიშვილი. ბლანკას და, ურაკა დანიშნული იყო საფრანგეთის პრინც ლუიზე. თუმცა ყველაფერი პირიქით შემოტრიალდა და ლუი თავად ბლანკაზე დაინიშნა. მას და ლუის დიდი ბებია, ელეონორ აკვიტანიელი საერთო ჰყავდათ. 1200 წლის გაზაფხულზე 12 წლის ბლანკამ გადაკვეთა პირენეები და საფრანგეთში გადავიდა.
ქორწინება
რედაქტირება1200 წლის 22 მაისს ბლანკა და საფრანგეთის პრინცი ლუი კაპეტი დაქორწინდნენ.
რეგენტობა
რედაქტირებადედა-დედოფალი
რედაქტირებამეორე რეგენტობა და გარდაცვალება
რედაქტირებაშვილები
რედაქტირება- ბლანკა (დ./გ. 1205);
- ფილიპი (დ. 1209 - გ. 1218);
- ალფონსი (დ/გ. 1213), ჟანის ტყუპისცალი;
- ჟანი (დ/გ. 1213), ალფონსის ტყუპისცალი;
- ლუი IX (დ. 1214 - გ. 1270), საფრანგეთის მეფე, მოაწყო ორი ჯვაროსნული ლაშქრობა რომელსაც თავადვე შეეწირა, იქორწინა მარგარიტა პროვანსელზე;
- რობერი (დ. 1216 - გ. 1250), არტუას გრაფი, მოკლეს მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობისას;
- ფილიპი (დ. 1218 - გ. 1220);
- ჟანი (დ. 1219 - გ. 1232), არტუასა და მეინის გრაფი, ცოლად შეირთო იოლანდა ბრეტონელზე;
- ალფონსი (დ. 1220 - გ. 1271), პუატიესა და ოვერნის გრაფი, ცოლად შეირთო ჟანა ტულუზელი;
- ფილიპი (დ. 1222 - გ. 1232);
- იზაბელა (დ. 1224 - გ. 1270), შერაცხულია წმინდანად;
- ეტიენი (დ. 1225 - გ. 1227);
- შარლ I (დ. 1226 - გ. 1285), პროვანსის, ანჟუსა და მეინის გრაფი, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე, ანჟუელთა დინასტიის დამაარსებელი, ცოლად შეირთო ჯერ ბეატრის პროვანსელი, შემდეგ კი მარგარიტა ბურგუნდიელი;