შარლ I ანჟუელი
შარლ I ანჟუელი (ფრანგ. Charles d'Anjou; დ. 21 მარტი, 1227[1] — გ. 7 იანვარი, 1285, ფოჯა) — სიცილიისა (1268–1282) და ნეაპოლის (1282–1285) სამეფოების მეფე. საფრანგეთის მეფის ლუი VIII-ის ძე. ანჟუს, მენისა და პროვანსის გრაფი. 1270 წელს მონაწილეობდა ლუი IX-ის ჯვაროსნულ ლაშქრობაში ტუნისში. ესწრაფვოდა ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალიის, ბალკანეთის ნახევარკუნძულის, შემდგომში კი მთელი ბიზანტიის, ლევანტის დაპყრობას. სამხრეთ იტალიასა და სიცილიაში ის მიწებს და პრივილეგიებს ჩამოსულ რაინდებს ურიგებდა. ფეოდალური ჩაგვრისა და გადასახადების ზრდამ გამოიწვია აჯანყება სიცილიაში („სიცილიის მწუხრი“, 1282), რომლის შედეგადაც სიცილია ჩამოშორდა შარლ I ანჟუელის სამფლობელოებს. მას დარჩა მხოლოდ ნეაპოლის სამეფო (სამხრეთი იტალია). იბრძოდა იერუსალიმის სამეფოში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
შარლ I ანჟუელი | |
---|---|
Charles I d'Anjou | |
სიცილიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 6 იანვარი, 1266 |
მმართ. დასასრული: | 1282 |
წინამორბედი: | მანფრედი |
მემკვიდრე: | პედრო III |
ნეაპოლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1282 |
მმართ. დასასრული: | 7 იანვარი, 1285 |
წინამორბედი: | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე: | შარლ II ანჟუელი |
ანჟუსა და მენის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1246/1247 |
მმართ. დასასრული: | 7 იანვარი, 1285 |
წინამორბედი: | ჟან ანჟუელი |
მემკვიდრე: | შარლ II ანჟუელი |
პროვანსისა და ფორკალკიეს გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1246 |
მმართ. დასასრული: | 7 იანვარი, 1285 |
წინამორბედი: | რაიმონ ბერენგერ IV |
მემკვიდრე: | შარლ II ანჟუელი |
იერუსალიმის სამეფოს ტიტულარული მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 18 მარტი, 1278 |
მმართ. დასასრული: | 7 იანვარი, 1285 |
წინამორბედი: | ჰუგო I |
მემკვიდრე: | ჟან II |
აქაიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1278 |
მმართ. დასასრული: | 7 იანვარი, 1285 |
წინამორბედი: | გიიომ II დე ვილარდუენი |
მემკვიდრე: | შარლ II ანჟუელი |
ალბანეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1272 |
მმართ. დასასრული: | 7 იანვარი, 1285 |
მემკვიდრე: | შარლ II ანჟუელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 მარტი, 1227 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 7 იანვარი, 1285 (57 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფოჯა, დღ. იტალია |
დაკრძ. ადგილი: | სენ-დენის სააბატო |
მეუღლე: |
ბეატრის პროვანსელი (ქ. 1246 - გარდ. 1267) მარგარიტა ბურგუნდიელი (ქ. 1268) |
შვილები: |
ბეატრიჩე, ლათინთა იმპერატრიცა კარლო II, ნეაპოლის მეფე ელიზაბეტა, უნგრეთის დედოფალი |
დინასტია: |
ჯერ კაპეტინგები შემდეგ ანჟუები (დამფუძნებელი) |
მამა: | ლუი VIII, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ბლანკა კასტილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 690.