პტიშის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყარაჩაი-ჩერქეზეთში
პტიში — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2995 მ. პტიშის უღელტეხილი აგებულია ქვედა პალეოზოური მეტამორფული ფიქლებით. აკავშირებს მდინარეების სამხრეთ პტიშისა (ჩხალთის აუზი) და ჩრდილოეთ პტიშის (ამანაუზის აუზი) ხეობებს საცალფეხო ბილიკით.
პტიშის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°13′09″ ჩ. გ. 41°41′52″ ა. გ. / 43.219250° ჩ. გ. 41.6980389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 2995 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 224.