პორტუგალიის პოლიტიკა
პორტუგალიის პოლიტიკა განისაზღვრება საპარლამენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკის ჩარჩოებში, სადაც პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის ხელმძღვანელი. პოლიტიკური წყობა არის მრავალპარტიული. პრეზიდენტი არის ქვეყნის ხელმძღვანელი და აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაუფლება. აღმასრულებლის როლი აკისრია მინისტრთა საბჭოს. საკანონმდებლო უფლებით აღჭურვილია როგორც მთავრობა ასევე პორტუგალიის პარლამენტი (პორტ. Assembleia da República). 1975 წლიდან ლიდერობენ სოციალისტური პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია. სასამართლო დამოუკიდებელია როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო სისტემისგან.
ხელისუფლება
რედაქტირებაპორტუგალიის ხელისუფლება შედგება სამი შტოსგან, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან, თუმცა აკონტროლებენ და აბალანსებენ ერთმანეთს.
აღმასრულებელი ხელისუფლება
რედაქტირებაპრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე. იგი ითვლება სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. ნიშნავს მთავრობის მეთეურს — პრემიერ მინისტრს რესპუბლიკის ასამბლეის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. უფლება აქვს დაითხოვოს რესპუბლიკის ასაბლეა და დანიშნოს რიგგარეშე არჩევენები, ვეტო დაადოს რესპუბლიკის ასაბელის მიერ მიღებულ კანონს, თუმცა იგი შეიძლება დაძლეულ იქნას. გამოაცხადოს საომარი ან საალყო მდგომარეობა.
პრეზიდენტის სათათბირო ორგანო სახელმწიფო საბჭოში შედიან:
- პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი
- პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
- პორტუგალიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
- პორტუგალიის სახალხო დამცველი
- ავტონომიური რეგიონების პრეზიდენტები
- რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები
- პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 მოქალაქე
- რესპუბლიკის ასაბლეის არჩეული 5 მოქალაქე
პრეზიდენტი რესპუბლიკის ასაბლეის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ასახელებს პარტიას, რომელმაც უნდა მოახდინოს მთავრობის ფორმირება, რომლის ლიდერიც ინიშნება პრემიერ-მინისტრად. პრემიერ-მინისტრი ასახელებს სხვა მინისტრებს.
საკანონმდებლო ხელისუფლება
რედაქტირებასაკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ერთპალატიან რესპუბლიკის ასაბლეას პორტუგალიის კონსტიტუციის თანახმად რესპუბლიკის ასაბლეა არის „ყველა პორტუგალიის მოქალაქის წარმომადგენლობითი ასაბლეა“. აირჩევა 4 წლის ვადით საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე პროპორციული სისტემით. ასაბლეა ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. იღებს ბიუჯეტს, ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებათა რატიფიცირებას. ამტკიცებს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საომარ მდგომარეობას ან მის მიერ დადებულ ზავს. შეუძლია შექმნას დროებითი საგამოძიებო კომიტეტები.
სასამართლო ხელისუფლება
რედაქტირებაპორტუგალიის სასამართლო ხელისუფლება არ არის ერთიანი, არსებობს საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო, საგადასახადო სასამათლო, ადმინისტრაციული სასამართლო, სამხედრო სასამართლო, აუდიტორთა სასამართლო.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 წლის ვადით არჩეული 13 მოსამართლისგან, საიდანაც 10 მოსამართლე აირჩევა რესპუბლიკის ასაბლეის მიერ, 3 მოსამართლე დანარჩენი მოსამართლეების მიერ. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობას, რეფერენდუმის კონსტიტუციურობას, შეუძლია აკრძალოს ფაშისტური მიმართულების პარტიები. ახორცეილებს სხვა უფლებამოსილებებსაც. საერთო სასამართლო 3 ინსტანციისგან შედგება და მის სათავეში პორტუგალიის უზენაესი სასამართლო დგას. პორტუგალიის კონსტიტუცია აღიარებს მოსამართლის დამოუკიდებლობას.