მარსელუ რებელუ დი სოზა
მარსელუ ნუნუ დუარტე რებელუ დი სოზა (პორტ. Marcelo Rebelo de Sousa; დ. 12 დეკემბერი, 1948, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი პოლიტიკოსი, პორტუგალიის პარლამენტის საქმეთა ყოფილი მინისტრი, პორტუგალიის პარლამენტის წევრი, სამართლის პროფესორი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, კომენტატორი და პორტუგალიის პრეზიდენტი 2016 წლის 9 მარტიდან[1].
მარსელუ რებელუ დი სოზა Marcelo Rebelo de Sousa | |
პორტუგალიის მე-20 პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 9 მარტი, 2016 |
პრემიერ-მინისტრი | ანტონიუ კოშტა |
წინამორბედი | ანიბალ კავაკუ სილვა |
პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მარტი, 1996 – 27 მაისი, 1999 | |
წინამორბედი | ფერნანდო ნოგუეირა |
მემკვიდრე | ჟოზე მანუელ ბაროზუ |
პორტუგალიის საპარლამენტო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივნისი, 1982 – 9 ივნისი, 1983 | |
პრემიერ-მინისტრი | ფრანსიშკუ პინტუ ბალსემანი |
წინამორბედი | ფერნანდუ ამარალი |
მემკვიდრე | ანტონიუ დე ალმეიდა სანტოსი |
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 სექტემბერი, 1981 – 12 ივნისი, 1982 | |
პრემიერ-მინისტრი | ფრანსიშკუ პინტუ ბალსემანი |
წინამორბედი | ჟოზე ლუის და კრუზ ვილაკა |
მემკვიდრე | ლეონორ ბელეზა |
დაბადებული | 12 დეკემბერი, 1948 ლისაბონი, პორტუგალია |
მოქალაქეობა | პორტუგალია |
პოლიტიკური პარტია | პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტია |
მამა | ბალთასარ რებელუ დი სოზა |
მეუღლე | ანა კრისტინა მოტა ვეიგა (1972-1980; განქორწინებული) |
შვილები | ნუნო რებელუ დი სოზა; სოფია რებელუ დი სოზა |
განათლება | ლისაბონის უნივერსიტეტი |
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარსელუ რებელუ დი სოზა დაიბადა 1948 წლის 12 დეკემბერს, ლისაბონში, პორტუგალია. მისი მამა – ბალთასარ რებელუ დი სოზა ცნობილი პორტუგალიელი პოლიტიკოსი, მედიცინის პროფესორი, მოზამბიკის გუბერნატორი, პარლამენტის წევრი და მინისტრი იყო, დიქტატორ ანტონიუ დი სალაზარის მთავრობის მმართველობის პერიოდში.
კარიერა
რედაქტირებამარსელუ რებელუ დი სოზამ იურიდიული განათლება ლისაბონის უნივერსიტეტში მიიღო. იგი არის სამართლის პროფესორი და მწერალი ლისაბონის უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად ასწავლის სამართალს[2].
თავისი კარიერა მან ესტადო-ნოვოს პერიოდში დაიწყო, თავდაპირველად, როგორც იურისტი, ხოლო შემდეგ როგორც ჟურნალისტი.
1974 წელს, მარსელუ რებელუ დი სოზა შეუერთდა პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიას. 1975-1976 წლებში, იგი პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატია; 1981 წლიდან, იგი მინისტრთა საბჭოს მდივანი იყო, ხოლო 1982 წლის 12 ივნისიდან 1983 წლის 9 ივნისამდე — პარლამენტის საქმეთა მინისტრი.
1996 წლის 31 მარტიდან 1999 წლის 27 მაისამდე, მარსელუ რებელუ დი სოზა პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო. 1998 წელს, მან შექმნა მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია სახალხო პარტიასთან ერთად, სახელწოდებით — „დემოკრატიული ალიანსი“.
მარსელუ რებელუ დი სოზას ჰქონდა პოლიტიკული ანალიზის ყოველკვირეული ტელეგადაცემა საზოგადოებრივი ტელეკომპანია RTP-ში. ცოტა ხნით ადრე, მას ჰქონდა ანალოგიური ტელეგადაცემა კერძო ტელეკომპანია TVI-ში, სადაც იგი წარდგენილი იყო, როგორც იმ დროის ყველაზე ბრძენი და ყველაზე გამჭრიახი პოლიტიკური ანალიტიკოსი. მისი კომენტარები მოიცავდა ყველაფერს პოლიტიკიდან სპორტის ჩათვლით. 2010 წელს, მან დატოვა RTP და დაბრუნდა TVI-ში.
ამასთანავე, მარსელუ რებელუ დი სოზა პორტუგალიის სახელმწიფო საბჭოს წევრია.
2016 წლის 24 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მან ხმათა 52,7% მიიღო და გახდა პორტუგალიის პრეზიდენტი[3][4]. თანამდებობას დაიკავა 2016 წლის 9 მარტს[5][6].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.reuters.com/article/us-portugal-politics-idUSKCN0WB1B0
- ↑ Teaching staff, Faculty of Law, University of Lisbon[მკვდარი ბმული]
- ↑ Еxit poll: Марселу Ребелу ди Соза побеждает на выборах в Португалии | РИА Новости
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
- ↑ Rebelo de Sousa wins Portuguese presidency
- ↑ http://www.reuters.com/article/us-portugal-politics-idUSKCN0WB1B0