თებერვალი

ობობასნაირნი (Arachnoidea), უხერხემლო ცხოველთა კლასი ფეხსახსიანთა ტიპისა. ობობასნაირთა სხეული 0,1 მმ — 17 მმ აღწევს, გაყოფილია თავმკერდად და მუცლად, იშვიათად შერწყმულია (ტკიპები). უმრავლესობის თავნკერდი დაუნაწევრებელია, იშვიათად — სეგმენტებად დაყოფილი (სოლფუგები). სუნთქავენ ტრაქებით ან ფილტვებით, იშვიათად ორივეთი. ორივეთი. გამოყოფის ფუნქციას ასრულებენ კოქსალური ჯირკვლები და მალპიგის მილები. (სრულად...)

მარტი

ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ანთროპოიდები (ბერძნ. anthropos — ადამიანი და eidos — სახე), (Anthropomorphidae ანუ Pongidae), ცხვირვიწრო მაიმუნების ოჯახი პრიმატების რიგისა. ადამიანის მსგავსი მაიმუნებია: ადამიანთან განსაკუთრებით ახლო მდგომი გორილა, შიმპანზე და ორანგუტანი. გორილა და შიმპანზე აფრიკის ბინადრებია, ორანგუტანი კი აზიაში (კალიმანტანსა ანუ ბორნეოსა და სუმატრაზე) გვხვდება. ადამიანის მსგავსი მაიმუნები ცხოვრობენ უღრან ტროპიკულ ტყეებში, მეტწილად ხეებზე; (სრულად...)