პორტალი:ომი/იცოდით, რომ/1
- ...საბჭოთა და ბრიტანულმა ჯარებმა ირანის ოპერაცია დაიწყეს ბრიტანეთისთვის ნავთობის, ხოლო საბჭოთა კავშირისთვის ერთობ საჭირო ლენდ-ლიზის მოწოდების უზრუნველსაყოფად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში...
- ...ვერმახტის ერთადერთი არაგერმანული ლეგიონი, რომელსაც რკინის ჯვრის ტარების უფლება ჰქონდა, ქართული ლეგიონი (სურათზე) იყო...
- ...აკაკი წერეთელმა რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებისთვის იაპონელ სარდალს, ოიამა ივაოს, ლექსი ,,ოი, ამას ვენაცვალე!" მიუძღვნა....
- ...1796 წლის რუსეთ-სპარსეთის ომი რუსეთის მეფე პავლე I-მა ტახტზე ასვლიდან ერთ თვეში გააუქმა...
- ...აზერბაიჯანისა და სომხეთის თანამედროვე ტერიტორიები რუსმა მთავარსარდალმა ივანე პასკევიჩმა სპარსეთს წაართვა 1826-28 წლების რუსეთ-სპარსეთის ომში...
- ...გოთების ომის პერიოდში IV საუკუნეში, გოთებმა რომის იმპერატორი მოკლეს, რომის არმია გაანადგურეს და რომაელთა ბალკანეთის დიდი ნაწილი ააოხრეს...
- ...ყივჩაღთა კლანის რამდენიმე თურქული მომთაბარე ტომი საქართველოში დასახლდა 1118 წელს და ქართულ ჯარში მსახურობდა თითქმის ორი საუკუნე...