2 სექტემბერი, 1870 : ფრანკო-პრუსიის ომი — პრუსიელებმა ნაპოლეონ III შეიპყრეს სედანის ბრძოლაში, რის გამოც რამდენიმე დღეში საფრანგეთის მეორე იმპერია დაიშალა.
3 სექტემბერი, 301 : სან-მარინო (დროშა სურათზე), მსოფლიოს ერთ-ერთი უმცირესი ერი და დღემდე არსებული უძველესი რესპუბლიკა, დააარსა წმინდა მარინუსმა.
4 სექტემბერი, 476 : რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა ბარბაროსთა მეთაურის ოდოაკრის მიერ უკანასკნელი იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსის დამხობით.
10 სექტემბერი, 1919 : ავსტრია და მოკავშირეები ხელს აწერენ სენ-ჟერმენის ხელშეკრულებას, რომლითაც პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის დამოუკიდებლობა ცნეს.
11 სექტემბერი, 1989 : რკინის ფარდა იხსნება კომუნისტურ უნგრეთსა და ავსტრიას შორის. ათასობით აღმოსავლეთ გერმანელი მიაწყდა საზღვარს უნგრეთისა და ავსტრიის გავლით დასავლეთ გერმანიაში მოსახვედრად.
19 სექტემბერი, 1946 : ევროპის საბჭო დაარსდა უინსტონ ჩერჩილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ციურიხის უნივერსიტეტში.