ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თიანეთში. ტყის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ზურა ყელიხაშვილის განცხადებით, ტყეში ცეცხლის გავრცელების ფართობი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ხანძრის კერების ჩასაქრობად ბრძოლა გრძელდება ზეკარში, თელავის რაიონის ტყეებში, მესტიასთან, იფარის ტყეში და ფასანაურში. საქართველოს ტყეებში ხანძრები ექვსი დღის წინ გაჩნდა. (რადიო თავისუფლება)