- პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში თალიბანის მებრძოლებმა ვაჟთა სკოლა და ადგილობრივი უხუცესების ექვსი სახლი ააფეთქეს-აფპ. ტერაქტი ბაჯაურის ტომთა მხარეში, ავღანეთის საზღვართან ახლოს მოხდა. აფეთქებები წუხელ დაიწყო და ბაჯაურის სხვადასხვა წერტილში განხორციელდა. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ არანაიაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უხუცესთაგან, რომელთა სახლებიც ააფეთქეს, არც ერთი არ დაშავებულა. პაკისტანის ტომთა მხარეები ავღანეთში 2001 წელს ამერიკის შეჭრის შემდეგ გაქცეული მებრძოლების თავშესაფარი გახდა. პაკისტანის რეგულარული ჯარი მებრძოლთა გასანადგურებლად განუწყვეტლივ ატარებს სპეცოპერაციებს. ამის მიუხედავად, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სარდლობა პაკისტანის ხელისუფლებას სდებს ბრალს იმაში, რომ ისლამაბადი მებრძოლების დასათრგუნად საკმარის ზომებს არ ატარებს. lenta.ru
- სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მომხდარი აფეთქების შედეგად-წერს ესპანური გაზეთი ელ მუნდო. გაზეთის ინფორმაციით, აფეთქდა ვიდეოგაქირავება „ბლოკბასტერის“ ახლოს გაჩერებული დანაღმული მანქანა. პოლიციის დაზუსტებით კი, ბომბი იქვემდებარე ბანკომატთან იყო ჩამონტაჟებული. აფეთქების შედეგად, ვიდეოგაქირავების შენობა სრულიად დაინგრა. განადგურებულია ხუთი ავტომობილი. ბოგოტის პოლიციას მიაჩნია, რომ მომხდარი ტერორისტულ აქტად უნდა შეფასდეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილი პოლიციას აქვს ალყაშემორტყმული. elmundo.es
- ისრაელის არტილერიამ ამდილას ღაზა-ეგვიპტის საზღვართან გვირაბი დაბომბა, რომლითაც, სავარაუდოა, რომ ჰამასის მებრძოლები შეიარაღების შეტანას ახორციელებდნენ. აფპ. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ოფიციალური ცნობა არ ვრცელდება. 2008 წლის 27 დეკემბერს დაწყებული და 2009 წლის 21 იანვარს ცაჰალის ჯარების გამოყვანით დასრულებული ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვიის“ დროს ათეულობით გვირაბი განადგურდა, საიდანაც ჰამასელებს ღაზას სექტორში რაკეტები, საბრძოლო მასალები, იარაღი და ასაფეთქებლები შეჰქონდათ. lenta.ru
- მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში ორშაბათიდან დაწყებული არეულობობების მსხვერპლი უკვე 34 ადამიანს შეადგენს -იუწყება ფრანს პრესი. ჯერ კიდევ გუშინ მაშველებმა მოროდიორების 25 დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეცვივნილიყვნენ და იქ დაწყებული ხანძრისთვის ვეღარ გამოესწროთ. მართალია ინციდენტი ორშაბათღამეს მოხდა, მაგრამ, ნანგრევების გაწმენდასა და ცხედრების იდენტიფიკაციაზე დიდი დრო წავიდა. გუშინ ექვსი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის პრეზიდენტ მარკ რავალუმანანას კომპანიის საწყობის გაძარცვისას. გარდა ამისა, ადგილობრივ ციხეში მიმდინარე ბუნტისას პოლიციამ ერთი მსჯავრდებული ჩაცხრილა და ათი დაჭრა. არეულობა ანტანანარივუში გუშინწინ დაიწყო, როდესაც დემონსტრანტები ქალაქის ოპოზიციონერმა მერმა ანრი რაჟუელინამ გამოიყვანა ქუჩებში. დემონსტრანტებმა ათეულობით მაღაზია და უწყება დაარბიეს, თუმცა, პოლიციამ მათი შეჩერება შესძლო. lenta.ru
- ამერიკელი სამხედროები პაკისტანზე სარაკეტო დარტყმებს გააგრძელებენ-იუწყება როიტერი. ეს განცხადება სენატის სხდოამზე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკას აუცილებლად მიაჩნია პაკისტან-ავღანეთის საზღვრებთან ბაზირებული მებრძოლების განადგურების საქმე ბოლომდე მიიყვანოს. კითხვაზე, იცის თუ არა პაკისტანმა ამერიკული სარდლობის გადაწყვეტილება, გეითსმა დამაკმაყოფილებლად უპასუხა. უკანასკნელი მონაცემებით, 23 იანვარს ამერიკის მიერ პაკისტანზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დარტყმა პირველი მასშტაბური შეტევაა პაკისტანელ მებრძოლებზე აშშ-ის პრეზიდენტად ბარაქ ობამას არჩევის შემდეგ. „ყოფილი პრეზიდენტი ბუში და ახლანდელი პრეზიდენტი ობამაც ერთი აზრისანი არიან ალ-ყაიდას ტერორისტებთან ბრძოლის საკითში“-ციტირებს სააგენტო როიტერი გეითსის სიტყვებს. Reuters
- შვედეთის ხელისუფლება არმიის მესამედით შემცირებას აპირებს, ხოლო ტანკების რაოდენობას, სავარაუდოდ, გაანახევრებენ-იუწყება საიტი დეფენს აეროსფეისი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. გარდა ამისა, შვედები 2014 წლის სამხედრო ბიუჯეტსაც შეამცირებენ, რომლის ზომაც 5 მილიარდ დოლარს არ გადააჭარბებს. შემცირება, ძირითადად, სახმელეთო ჯარებს შეეხება. ფეხოსანთა შემადგენლობაში ჯარისკაცებისა და ოფიცრების რაოდენობა 20 ათასიდან 12,5 ათასამდე დაიკლებს. სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ფეხოსანთა საერთო რაოდენობა 9 ათასამდე იქნება დაყვანილი. ამჟამად შვედეთის შეიარაღებული ძალები 30 ათასამდე პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს მოითვლის. შვედეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ოპტიმიზირებული არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას აპირებს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დანაყოფმა უფრო ოპერატიულად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.
- იაპონიამ სომალიში სამხედრო ოპერაციისთვის დაიწყო მზადება-აფპ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტარო ასომ განაცხადა, რომ იაპონიის სამხედრო-საზღვაო ხომალდები სომალელ მეკობრეებთან საბრძოლველად ზუსტად ერთ თვეში გაიზავნებიან. ამგვარად, იაპონიის მხარე მეკობრეებთან ბრძოლის საერთაშორისო მისიას შეუერთდება. „სომალის წყლებში მეკობრეების თავდასხმები ხომალდებზე არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის, არამედ იაპონიისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. საჭირო ღონისძიებებს ადენის ყურეში ჩვენ დაუყოვნებლივ გავატარებთ“. საქმე ისაა, რომ იაპონური კანონმდებლობით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მოქმედებებში ჩარევის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუკი უშუალოდ იმ გემებს იცავენ, რომელთა ბორტზე იაპონიის მოქალაქეებია, ანდაც ხომალდები დაცურავენ იაპონიის დროშის ქვეშ. lenta.ru
|