პონტიფიკატი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
პონტიფიკატი (ინგლ. Pontificatus) — რომის პაპის მმართველობის პერიოდი, რომელიც იწყება კონკლავზე მისი არჩევის მომენტიდან ან ინაუგურაციის დღიდან, რომელიც იმართება არჩევიდან რამდენიმე დღეში.
ტერმინი „პაპი“ არის გამოყენებული რამდენიმე ეკლესიაში, როგორც მაღალი სასულიერო წოდება. ამ სახელწოდებას იყენებს რომის კათოლიკური ეკლესია, მისი უმაღლესი მიწიერი მმართველის წოდებაა პაპი.
ოფიციალურად არ არსებობს პაპების სია, მაგრამ ყოველ წელიწადში ერთხელ, რომში გამოდის „Annuario Pontificio“ რომელიც ითვლება ყველაზე ავტორიტეტულად.
პაპები, რომლებიც ყველაზე დიდხანს იყვნენ მმართველები
რედაქტირებაქვემოთ მოყვანილია სია 10 ყველაზე ხანგრძლივად მმართველი პაპისა.
- პიუს IX (1846 — 1878): 31 წელი, 7 თვე და 23 დღე (სულ 11,560 დღე)
- იოანე-პავლე II (1978 — 2005): 26 წელი, 5 თვე და 17 დღე (სულ 9,665 დღე)
- ლეო XIII (1878 — 1903): 25 წელი, 5 თვე და 1 დღე (სულ 9,281 დღე)
- პიუს VI (1775 — 1799): 24 წელი, 6 თვე და 15 დღე (სულ 8,962 დღე)
- ადრიანე I (772 — 795): 23 წელი, 10 თვე და 25 დღე (სულ 8,729 დღე)
- პიუს VII (1800 — 1823): 23 წელი, 5 თვე და 7 დღე (სულ 8,560 დღე)
- ალექსანდრე III (1159 — 1181): 21 წელი, 11 თვე და 24 დღე (სულ 8,029 დღე)
- სილვესტერ I (314 — 335): 21 წელი, 11 თვე და 1 დღე (სულ 8,005 დღე)
- ლეო I (440 — 461): 21 წელი, 1 თვე, და 13 დღე. (სულ 7,713 დღე)
- ურბან VIII (1623 — 1644): 20 წელი, 11 თვე და 24 დღე (სულ 7,664 დღე)
პაპები, რომლებიც ყველაზე მცირე ხანს იყვნენ მმართველები
რედაქტირებაქვემოთ მოყვანილია სია 11 ყველაზე მცირე ხნით მმართველი პაპისა.
დღეების რაოდენობის ათვლა იწყება პაპის ტახტზე ასვლიდან, მის გარდაცვალებამდე. მაგალითად: თუ პაპის მმართველობის დრო დაიწყო 1 აგვისტოს და გარდაიცვალა იმავე წლის 2 აგვისტოს, ამ შემთხვევაში ითვლება, რომ იგი ზეობდა ორი დღის განმავლობაში.
- ურბან VII (15–27 სექტემბერი 1590): 13 დღე (died before consecration)
- ბონიფაციუს VI (აპრილი 896): 16 დღე
- ცელესტინ IV (25 ოქტომბერი — 10 ნოემბერი 1241): 17 დღე (died before consecration)
- თეოდორ II (დეკემბერი 897): 20 დღე
- სიზინუსი (15 იანვარი — 4 თებერვალი 708): 21 დღე
- მარცელუს II (9 აპრილი — 1 მაისი 1555): 22 დღე
- დამასუს II (17 ივლისი — 9 აგვისტო 1048): 24 დღე
- პიუს III (22 სექტემბერი — 18 ოქტომბერი 1503): 27 დღე
- ლეო XI (1–27 აპრილი 1605): 27 დღე
- ბენედიქტე V (22 მაისი — 23 ივნისი 964): 33 დღე
- იოანე-პავლე I (26 აგვისტო — 28 სექტემბერი 1978): 34 დღე