ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


ვიქტორია ლუის ლოტი (ინგლ. Victoria Louise Lott; დ. 12 იანვარი, 1991, ბრომლი, ლონდონი, ინგლისი), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით პიქსი ლოტი — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ყოფილი ბალეტის მოცეკვავე. მისი სადებიუტო ალბომი Turn It Up გამოვიდა 2009 წლის სექტემბერში. ნამუშევარი მეექვსე ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში და მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 1,5 მილიონზე მეტი ასლი. ლოტმა კარიერის დასაწყისში გამოუშვა სინგლები „Mama Do (Uh Oh, Uh Oh)" და „Boys and Girls".

პიქსი ლოტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვიქტორია ლუის ლოტი
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1991 (1991-01-12) (33 წლის)
წარმოშობა ბრომლი, ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, სოული
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 2006 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი pixielott.com

2011 წელს გამოვიდა მუსიკოსის მეორე ალბომი Young Foolish Happy. ალბომის სინგლი „All About Tonight" პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში, ხოლო ორი სინგლი „What Do You Take Me For?" და „Kiss the Stars" მოხვდა ჩარტის ტოპ 10-ში. ლოტის მესამე სტუდიური ალბომი გამოვიდა 2014 წელს. ნამუშევრის წამყვანმა სინგლმა „Nasty" დაიკავა მე-9 ადგილი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.

მუსიკოსმა 2016 წელს ითამაშა რიჩარდ გრინბერგის სპექტაკლში „საუზმე ტიფანისთან“.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ვიქტორია ლუიზა ლოტი დაიბადა 1991 წლის 12 იანვარს ლონდონში. პიქსი მღეროდა ეკლესიაში და სწავლობდა Italia Conti Associates-ის შაბათის სკოლაში ჩისლეჰერსტში. 11 წლის ასაკში სწავლა განაგრძო კონტის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში.[1] 13 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა ესექსში და სწავლა განაგრძო ბრენტვუდის საშუალო სკოლაში.[2] ის გამოჩნდა West End-ის სპექტაკლში Chitty Chitty Bang Bang და ითამაშა ლუიზა ფონ ტრაპის როლი BBC One-ის ფილმში Celebrate the Sound of Music.[3]

2006 წელს, 15 წლის ასაკში ლოტმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Island Def Jam Music Group-თან. მალევე კონტრაქტი გააფორმა Mercury Records-თან დიდ ბრიტანეთში და Interscope Records-თან აშშ-ში. მან ასევე გააფორმა კონტრაქტი Sony/ATV Music Publishing-თან 2007 წლის დეკემბერში. ლოტმა დაწერა სიმღერები სხვადასხვა შემსრულებლებისთვის, როგორიცაა ალექსანდრა ბურკი, ლიზა ლოისი და სელენა გომესი. მისი სადებიუტო სინგლი, „Mama Do", გამოვიდა 2009 წლის 8 ივნისს და გახდა ჰიტი. ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. მეორე სინგლი, „Boys and Girls", ასევე მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში.

სადებიუტო ალბომი Turn It Up გამოვიდა 2009 წლის 14 სექტემბერს. ნამუშევარი მეექვსე ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში. ბრიტანეთში ალბომის 600000-ზე მეტი ასლი გაიყიდა. ალბომიდან ლოტმა გამოუშვა სინგლები „Mama Do", „Boys and Girls" და „Cry Me Out".[4] მან მოიგო MTV EMA-ს ორი ჯილდო 2009 წელს და იყო ნომინირებული BRIT-ის რამდენიმე ჯილდოზე 2010 წელს. იმავე წელს გახდა The X Factor-ის ჟიურის წევრი. მალევე მან ჩაწერა სიმღერა ფილმისთვის Street Dance 3D სახელწოდებით „Live For The Moment".

2010 წლის აგვისტოში გამოუშვა ამერიკული სინგლი „Boys and Girls".[5] იმავე წელს ჟურნალმა ბილბორდმა მუსიკოსი შეიყვანა სიაში „მუსიკოსები, რომლებსაც უნდა მოუსმინოთ“. მალევე ითამაშა ფილმში Fred: The Movie. ფილმის პრემიერა შედგა ნიქელოდეონზე 2010 წლის სექტემბერში. 2011 წელს ლოტმა თავიდან გამოუშვა სადებიუტო ალბომი Turn It Up ინგლისში. ალბომიდან გამოვიდა ახალი სინგლი „Broken Arrow". 2011 წლის ივლისში ხელი მოაწერა კონტრაქტს Select Model Management-სთან.[6] მისი მეორე ალბომი, Young Foolish Happy, გამოვიდა 2011 წლის 14 ნოემბერს. მან ჩაწერა სიმღერები სტივი უანდერსა და ჯონ ლეჯენდთან ერთად. წამყვანი სინგლი, „All About Tonight", პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. ალბომი მეთვრამეტე ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში და 2012 წლის თებერვალში BPI-სგან მიიღო ოქროს სერტიფიკატი.

2012 წლის ივნისში მუსიკოსმა დაიწყო მესამე ალბომზე მუშაობა.[7] 2013 წლის დეკემბერში დააანონსა სინგლი „Nasty“. მან სხვა მომღერლებსა და ფეხბურთელებთან ერთად ჩაწერა სიმღერა „Greatest Day" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სიმღერა „Nasty“ გამოვიდა 2014 წლის მარტში და მეცხრე ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. მუსიკოსის მესამე სტუდიური ალბომი გამოვიდა 2014 წლის აგვისტოში და მე-15 ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[8] ლოტმა გამოუშვა თავისი პირველი ჰიტების კომპილაციური ალბომი, Platinum Pixie: Hits, 2014 წლის ნოემბერში. 2016 წელს გახდა The Voice Kids UK-ის წევრი. იმავე წელს ითამაშა რიჩარდ გრინბერგის სპექტაკლში „საუზმე ტიფანისთან“.[9] მუსიკოსმა გამოუშვა თავისი ახალი სინგლი „Won't Forget You“ 2017 წლის 29 სექტემბერს.[10]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Alumni en-US (2013-01-01). ციტირების თარიღი: 2024-03-02
  2. Bubbles, Blowing. (2014-03-18) Pixie Lott joins growing list of famous West Ham fans en. ციტირების თარიღი: 2024-03-02
  3. Cosmopolitan UK, the women's magazine for fashion, beauty, sex tips and celebrity news en-GB. ციტირების თარიღი: 2024-03-02
  4. Music - - Singles Release Diary - Digital Spy (2009-09-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-12. ციტირების თარიღი: 2024-03-02
  5. Radio Swiss Classic en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-09-19. ციტირების თარიღი: 2024-03-02
  6. Nast, Condé. (2011-07-20) Select Lott en-GB. ციტირების თარიღი: 2024-03-02
  7. Pixie Lott to record Motown album en-GB (2012-06-19). ციტირების თარიღი: 2024-03-02
  8. "2014 Top 40 Official Albums Chart UK Archive".Official Charts Company. 16 August 2014. Retrieved 10 August 2014.
  9. Cheesman, Neil. (2015-07-11) Pixie Lott to star in Breakfast at Tiffany's Theatre Royal Haymarket en-GB. ციტირების თარიღი: 2024-03-02
  10. Pixie Lott announces new single en. ციტირების თარიღი: 2024-03-02
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პიქსი_ლოტი“-დან