ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრა იმელდა სესელია ევენ ბურკი (ინგლ. Alexandra Imelda Cecelia Ewen Burke; დ. 25 აგვისტო, 1988, იზლინგტონი, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. 2008 წელს მოიგო The X Factor-ის მეხუთე სეზონი. მალევე კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Syco Music და გამოუშვა სინგლი „Hallelujah". გამოსვლიდან 24 საათში ნამუშევრის 105,000 ასლი გაიყიდა და გახდა 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი დიდ ბრიტანეთში.

ალექსანდრა ბურკი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალექსანდრა იმელდა სესელია ევენ ბურკი
დაბ. თარიღი 25 აგვისტო, 1988 (1988-08-25) (36 წლის)
დაბ. ადგილი დიდი ლონდონი[1]
წარმოშობა იზლინგტონი, ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, სოული, ელექტრონული მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 2005 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი alexandraburkeofficial.com
ალექსანდრა ბურკი ვიკისაწყობში

2009 წელს ბურკმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Overcome. ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში. ალბომიდან გამოვიდა ოთხი სინგლი და ოთხივე კომპოზიცია მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში: „Hallelujah", „Bad Boys", „All Night Long" და „Start Without You“. ალბომმა დაიმსახურა Brit Awards-ის ნომინაციები. 2012 წელს გამოვიდა მუსიკოსის ახალი სინგლი „Elephant". ბურკის მეორე სტუდიური ალბომი Heartbreak on Hold გამოვიდა 2012 წლის ივნისში. 2018 წელს მან გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი The Truth Is.

2014 წლის ივნისში ითამაშა მიუზიკლში The Bodyguard. 2017 წელს გამოვიდა BBC-ის საცეკვაო შოუში Strictly Come Dancing და მეორე ადგილი დაიკავა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ალექსანდრა ბურკი დაიბადა იზლინგტონში, ლონდონში 1988 წლის 25 აგვისტოს. დედა სოულის მომღერალი იყო.[2] ბურკის მშობლები 1992 წელს დაშორდნენ.

2005 წელს მონაწილეობა მიიღო The X Factor-ის მეორე სეზონში, თუმცა ვერ გავიდა შემდეგ ტურში. 2008 მუსიკოსმა ისევ სცადა ბედი და მოიგო The X Factor-ის მეხუთე სეზონი. ფინალში იმღერა ლეონარდ კოენის კომპოზიცია „Hallelujah", რომელიც მალევე გამოუშვა სინგლის სახით. კომპოზიციას კომერციული წარმატება ხვდა წილად და გავიდა პირველ ადგილზე ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. მსოფლიოში ნამუშევრის მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. მალევე ბურკმა გააფორმა კონტრაქტი Syco-სთან.[3] 2009 წლის თებერვალში Epic Records-თან ხელი მოაწერა 3,5 მილიონიან კონტრაქტს.[4] მუსიკოსის სადებიუტო ალბომი Overcome გამოვიდა 2009 წლის ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში.[5] ალბომის წამყვანი სინგლი, „Bad Boys" ბრიტანეთის სინგლების ჩარტის სათავეში მოხვდა. ასევე კომერციული წარმატება ხვდა წილად სინგლებს „All Night Long" და „Start Without You“.[6]

მალევე მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Dolce & Gabbana-სთან და გახდა მათი ახალი მოდის ხაზის სახე. ბურკის მეორე ალბომი, „Heartbreak on Hold" გამოვიდა 2012 წლის ივნისში. ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი: „Elephant" და „Let It Go".[7] წამყვანი სინგლი „Elephant" გამოვიდა 2012 წლის 11 მარტს. კომპოზიციამ დაიკავა მესამე ადგილი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. ალბომის მეორე სინგლის „Let it Go" პრემიერა შედგა Kiss Radio-ში 2012 წლის 13 აპრილს. მიუხედავად ალბომის კომერციული წარმატებისა, ბურკი წამოვიდა RCA Records-დან 2012 წლის ივნისში.[8]

მალევე მუსიკოსმა დაიწყო მესამე ალბომზე მუშაობა. 2013 წელს კონტრაქტი გააფორმა Def Jam-ის მენეჯმენტთან და ითამაშა სპექტაკლში აპოლოს თეატრში.[9] იმავე წლის აგვისტოში გამოუშვა თავისი მეორე EP, „#NewRules". 2014 წელს შედგა ბურკის თეატრალური დებიუტი სპექტაკლში „The Bodyguard". მან შეასრულა რეიჩელ მარონის მთავარი როლი. სპექტაკლები იმართებოდა პერიოდულად 2019 წლამდე. 2015 წლის იანვარში ბურკმა დააანონსა კიდევ ერთი EP სახელწოდებით „Renegade".[10] ნამუშევარი გამოვიდა იმავე წლის მარტში.

2016 წელს შეასრულა მთავარი როლი ფილმში „Sister Act The Musical". 2017 წელს გამოვიდა BBC-ის საცეკვაო შოუში Strictly Come Dancing და მეორე ადგილზე გავიდა.[11] 2018 წელს ბურკმა გამოუშვა თავისი მესამე ალბომი „The Truth Is".[12][13] შემდეგ დაიწყო ტურნე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, თუმცა მალევე გააუქმა. მალევე მუსიკოსი დაუბრუნდა თეატრს და ითამაშა სპექტაკლებში „Chess" და „Chicago" ლონდონის კოლისეუმის თეატრში. 2021 წელს ითამაშა ფილმში „Joseph and the Amazing Technicolor Dreamcoat".[14]

2022 წლის თებერვალში მუსიკოსს შეეძინა პირველი შვილი. 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრამდე ბურკმა შეასრულა ქალბატონ ბლანდერბორის როლი ახალ პანტომიმაში Jack and the Beanstalk.[15] 2023 წელს ითამაშა ფილმში Pretty Red Dress.[16]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #139879943 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Alexandra Burke Biography, Songs, & Albums en. ციტირების თარიღი: 2022-01-24
  3. Hallelujah: how Leonard Cohen became an X Factor winner without trying დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. The Times, 13 December 2004.
  4. Moore, Matthew (13 February 2009). „Alexandra Burke signs ?3m US record deal“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2022.
  5. overcome – Alexandra Burke en-US. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  6. Twitter / Alexandra Burke : Remember guys, my New sing. Twitter.com (4 August 2010). Retrieved 29 September 2011.
  7. Loading.... (9 December 2011) Alexandra Burke Announces New Single 'Elephant' – Celebrity Gossip, News & Photos, Movie Reviews, Competitions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 31 December 2011
  8. Alexandra Burke leaves Simon Cowell's Syco record label! | X Factor 2008 (13 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 13 August 2012
  9. „Burke pays tribute to Chaka Khan“. The Belfast Telegraph. 11 June 2013. ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 17 September 2017.
  10. alexandraburkemusic. Tumblr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 1 მარტი 2024.
  11. Popstar Alexandra Burke completes the Strictly 2017 line-up!. BBC (21 August 2017). ციტირების თარიღი: 21 August 2017
  12. Copsey, Rob. Alexandra Burke signs new record deal, new album for 2018. Official Charts Company (22 December 2017). ციტირების თარიღი: 26 December 2017
  13. Anderton, Joe. Alexandra Burke signs record deal for new music in 2018 (23 December 2017). ციტირების თარიღი: 26 December 2017
  14. Alexandra Burke to star as The Narrator this summer in Joseph (9 April 2021). ციტირების თარიღი: 25 August 2021
  15. Alexandra Burke joins the cast of Jack and the Beanstalk (27 April 2022). ციტირების თარიღი: 8 October 2022
  16. Kermode, Mark (2023-06-18). „Pretty Red Dress review – toe-tapping London tale of desire and identity“. the Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-06-19.