პირველწყარო
პირველწყარო (ინგლ. The Fountainhead) 一 რუსული წარმოშობის ამერიკელი ავტორის, აინ რენდის 1943 წლის რომანი, რომელიც მის პირველ ლიტერატურულ წარმატებადაა აღიარებული.[1] ნაწარმოების მთავარი გმირი 一 ჰოვარდ რორკი 一 ექსცენტრიკული და მტკიცე პიროვნება, პროფესიით არქიტექტორია, რომელიც ებრძვის ჩვეულებრივ სტანდარტებს და უარს ამბობს კომპრომისზე იმ არქიტექტურულ კომპანიასთან, რომელსაც არ სურს ინოვაციების მიღება. მთავარი გმირის მისიას სამყაროს შექმნა და გარდაქმნა წარმოადგენს. როარკი განასახიერებს მას, ვისაც თავად რენდი იდეალურ ადამიანად ასაღებდა, ხოლო მისი ეს გაბრძოლება გასხივოსნებულია ავტორის იმ იდეით, რომ ინდივიდუალიზმი აღემატება კოლექტივიზმს.
„პირველწყარო“ | |
---|---|
The Fountainhead | |
პირველი გამოცემა | |
ავტორი | აინ რენდი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
თემა | ინდივიდუალიზმი, არქიტექტურა, ფილოსოფია |
ჟანრი | ფილოსოფიური ფიქცია |
გამომცემელი | Bobbs-Merrill Company |
გამოცემის თარიღი | 1943 |
ქართულად გამოიცა | 2012 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 661 |
წინამორბედი | ჩვენ ცოცხლები |
მომდევნო | ატლანტმა მხრები გაშალა |
ISBN | 9789994054244 |
ავტორის სხვა, არანაკლებ ცნობილ წიგნთან 一 ატლანტმა მხრები გაშალა (1957) 一ერთად, პირველწყარო მიჩნეულია ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად. მიუხედავად იმისა, რომ, თავდაპირველად, რომანი უარყოფითად შეფასდა, ის გამოსვლიდან ორ წელიწადში ბესტსელერად იქცა, 2008 წლისთვის კი მისი 6.5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნმა ავტორს მრავალი მიმდევარი შესძინა, რის გამოც იგი დიდი გავლენით სარგებლობდა განსაკუთრებით არქიტექტორებს, მეწარმეებს, ამერიკელ კონსერვატორებსა და ლიბერტარიანელებს შორის.[2]
რომანის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი სახის პროგრესის მთავარი ძრავა და წყარო 一 ესაა შემოქმედებითი ადამიანის ეგო. ამ კონტექსტში ავტორი აქცენტრირდება მთავარი გმირის, ჰოვარდის ინდივიდუალიზმზე, რომელიც იცავს შემოქმედბითი ადამიანის თავისუფლებას, უარს ამბობს კომპრომისზე და არ უხვევს საკუთარი ცხოვრებისეული და პროფესიული სტანდარტებიდან.
რომანის მიხედვით, 1949 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის სცენარი აინ რენდს ეკუთვნოდა, ხოლო მთავარი გმირის, ჰოვარდის როლი გერი კუპერმა მოირგო.
ფონი
რედაქტირებაროდესაც რენდი პირველად ჩავიდა ნიუ-იორკში, როგორც საბჭოთა ემიგრანტი, 1926 წელს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მანჰეტენის ცათამბჯენებმა , რომლებიც მან თავისუფლების სიმბოლოდ აღიქვა და გადაწყვიტა, რომ დაეწერა მათ შესახებ.[3][4] 1928 წელს, კინორეჟისორისადა პროდიუსერის, სესილ ბლაუნტ დემილის მოთხოვნით, რენდმა ახალი ფილმის სცენარზე დაიწყო მუშაობა, რომელიც დაფუძნებული იყო დადლი მერფის ნაწარმოებზე. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობდა ორი მუშის შესახებ, რომელთაც ნიუ-იორკში რიგითი ცათამბჯენი ააშენეს და საერთო სიყვარულის ობიექტიგაუჩნდათ. რენდის მუშები მალე არქიტექტორებად იქცნენ, რომელთაგან ერთ-ერთი, ჰოვარდ კეინი, თავდადებული იდეალისტი იყო და რომელმაც ცათამბჯენი ააშენა. ფილმის ბოლოს კეინი ამ გამარჯვებას დასრულებული შენობის სახურავზე დგომით ზეიმობდა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, სესილ დემილმა უარყო რენდის სცენარი და ფილმი „ცათამბჯენი“ (1928) გადაიღეს თავად ავტორის ნაწარმოების სცენარის მიხედვით, მაგრამ მოგვიანებით რენდმა საკუთარი სცენარიდან მრავალი ელემენტი მის ამ მოვალა ნაწარმოებს მოახმარა.[5][6]
სცენარის შეთავაზებიდან მალევე რენდმა საკუთარ ნაწარმოებზე მუშაობაც დაიწყო, თუმცა მისი პერსონაჟები და სიუჟეტი ავტორისთვის უცნობ სფეროს უკავშირდებოდა. ამიტომ, რენდმა წაიკითხა არაერთი წიგნი არქიტექტურაზე და თავად არქიტექტორთა ბიოგრაფიის შესახებ, აგრეთვე უფასოდ მუშაობდა არქიტექტორ ელი ჟაკ კანის ოფისში მბეჭდავად და ა.შ.[7]
რომანზე მუშაობის პროცესი არ იყო პერმანენტული და ავტორს ხშირად უწევდა მისი შეწყვეტა. 1936 წელს რენდმა დაწერა მოთხრობა ჰიმნი, ხოლო 1940 წელს მან დაასრულა მისი რომანის 一 ჩვენ ცოცხლები 一 თეატრალურ ადაპტაციაზე მუშაობა, რის შემდეგაც ჩაერთო პოლიტიკაში, როგორც მოხალისე ვენდელ უილკის საპრეზიდენტო კამპანიაში, ეს მას მერე, რაც წინა ნამუშევრებიდან შემოსული ჰონორარი მთლიანად ამოეწურა.[8] ამავდროულად, იგი სცენარისტადაც მუშაობდა, არჩევდა მათ კინოსტუდიებისთვის. საბოლოოდ, როცა რენდმა იპოვა გამომცემელი, მისი რომანის მხოლოდ მესამედი იყო მზად.[9]
მიუხედავად იმისა, რომ ავტორს იქამდე არაერთი წიგნი თუ ნოველა გამოუქვეყნებია, ამ ნაწარმოებისთვის გამომცემლის პოვნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. Macmillan Publishing-მა, რომელმაც გამოსცა ავტორის წინა ნაწარმოები 一 ჩვენ ცოცხლები 一 უარყო ავტორის ახალი წიგნის გამოცემა მას შემდეგ, რაც რენდმა დაჟინებით მოისურვა, მისი ახალი ნაწარმოები უფრო ფართო ტირაჟით გამოქვეყნებულიყო.[10] რენდის აგენტმა დაიწყო წიგნის გაგზავნა სხვა გამომცემლებისთვის; 1938 წელს, Knopf-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს წიგნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუმცა, როცა 1940 წლის ოქტომბრისთვის რენდს ნაწარმოების მხოლოდ მეოთხედი ჰქონდა მზად, კომპანიამ ეს კონტრაქტი გააუქმა. ამის შემდეგ, კვლავ რამდენიმე სხვა გამომცემელმა უარყო რენდის ნაწარმოები, ხოლო მას შემდეგ, რაც რენდის აგენტმა რომანის კრიტიკა დაიწყო, ავტორმა გადაწყვიტა, გაეთავისუფლებინა ის და თავად დაეწყო გამომცემლობის ძებნა.[11] ავტორი სულ თორმეტმა გამომცემლობამ გაისტუმრა უარით გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.[12]
ამის შემდეგ, როცა რენდს Paramount Pictures-ში მუშაობა უწევდა, მისი უფროსი დაუკავშირდა Bobbs-Merrill Company-ის. ახლახან დაქირავებულ რედაქტორს, არჩიბალდ ოგდენს, მოეწონა წიგნი, თუმცა ორმა შიდა რეცენზენტმა ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოთქვა 一 ერთმა თქვა, რომ ეს იყო შესანიშნავი წიგნი, რომელიც არასდროს გაიყიდებოდა, ხოლო მეორემ თქვა, რომ წიგნის იდეა უაზროა, თუმცა მაინც კარგად გაიყიდებოდა. ოგდენის უფროსმა და Bobbs-Merrill Company-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა რენდთან თანამშრომლობაზე, რაზეც ოგდენისგან მწვავე პასუხი მიიღო:
„თუ ეს წიგნი თქვენთვის არაა, მაშინ არც მე ვარ თქვენთვის რედაქტორი“
საბოლოოდ, მრავალი ულტიმატუმისა და მტკიცე პოზიციის წყალობით, 1941 წლის 10 დეკემბერს რენდმა კონტრაქტის გაფორმება მაინც მოახერხა. მას 1000-დოლარიანი ავანსიც დაურიცხეს, რათა 1943 წლამდე დაემთავრებინა ნაწარმოებზე მუშაობა.[13]
კონტრაქტის გაფორმებიდან რენდმა მომენტალურად წიგნზე მუშაობას მიჰყო ხელი და ყოველდღიურად საათებს უთმობდა მისი ორი მესამედის დამთავრებას, რომელიც მან 1942 წლის 31 დეკემბერს დაასრულა. პირველწყარო 1943 წლის 7 მაისს, საწყისი 7500-იან ეგზემპლარიანი ტირაჟით, გამოქვეყნდა, ხოლო ბესტსელერთა სიაში უკვე მომდევნო წელს მოხვდა. 1945 წლის აგვისტოში, New York Times-ის ბესტსელერთა სიაში ის მეექვსე ადგილს იკავებდა.[14] 1956 წლისთვის, როცა ნაწარმოები მყარი ყდით გამოიცა, გაიყიდა მისი 700 ათასზე მეტი ეგზემპლარი.[15]
სიუჟეტი
რედაქტირებაჰოვარდ რორკი, ახალგაზრდა თავქარიანი სტუდენტია, რომელიც არქიტექტურას სწავლობს. ნაწარმოების დასაწყისში მას არქიტექტურული სკოლიდან გარიცხავენ, რადგან იგი არ იზიარებდა სკოლის არქიტექტურულ აღქმას. როარკი მიდის ნიუ-იორკში და ჰენრი კამერონთან ერთად იწყებს მუშაობას. კამერონი ოდესღაც ცნობილი არქიტექტორი იყო. ამასობაში, რორკის პოპულარული თანაკურსელი და თანამემამულე, პიტერ კიტინგი (რომელსაც რორკი ხანდახან ეხმარებოდა პროექტებში) არქიტექტურულ სკოლას წარჩინებულად ამთავრებს. ის ასევე გადადის ნიუ იორკში, სადაც შესთავაზეს თანამდებობა პრესტიჟულ არქიტექტურულ ფირმაში 一 Francon & Heyer. კიტინგი მოიპოვებს გაი ფრანკიონის კეთილგანწყობას დაცდილობს კონკურენტთა გვერდიდან ჩამოშორებას. მას შემდეგ, რაც ფრანკონის პარტნიორი, ლუციუს ჰეიერი ინსულტით გარდაიცვლება, ფრანკონი მის შემცვლელად კიტინგს ირჩევს. ამასობაში, რორკი და კამერონი ქმნიან არქიტექტურულ ნამუშევრებს, თუმცა ფინანსურ კრახს განიცდიან.
კამერონის პენსიაზე გასვლის შემდეგ, კიტინგმა დაიქირავა რორკი, რომელსაც ფრანკონი მალე ათავისუფლებს იმისა გამო, რომ რორკმა უარი თქვა შენობის კლასიკური სტილის დიზაინის დამუშავებაზე. შედეგად რორკი სხვა ფირმაში იწყებს მუშაობას, საბოლოოდ კი ხსნის საკუთარ ოფისს, თუმცა უჭირს კლიენტების პოვნა და მალევე ხურავს მას. ის გრანიტის გადამამუშავებელ ქარხანაში იწყებს მუშაობას, სადაც ის ფრანკონის ქალიშვილს, დომინიკს ხვდება. მათ მალევე შეუყვარდებათ ერთმანეთი, რაც საბოლოოდ უხეშ გამოცდილებაშიც გადაიზრდება, რასაც დომინიკი გაუპატიურებასაც კი უწოდებს. ცოტა ხანში რორკი შეიტყობს, რომ რიგითი კლიენტი მზად არის ახალი ნაგებობის აშენების დაწყებაში და ის მალევე ბრუნდება ნიუ-იორკში. მალე დომინიკიც ბრუნდება ნიუ-იორკში და აღმოაჩენს, რომ რორკი არქიტექტორია. იგი თავს ესხმის მის საქმიანობას საჯაროდ, მაგრამ სტუმრობს მას ფარული სექსუალური შეხვედრებისთვის.
ელსვორთ ტუჰი, რომელიც ჟურნალ Banner-ში პოპულარულ არქიტექტურულ სტატიებს აქვეყნებს, თავს სოციალისტად ასაღებს, რომელიც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს თავისი რუბრიკებისა და გავლენიანითანამოაზრეების მეშვეობით. ის არის რენდის ბოროტების პერსონიფიკაცია - ყველაზე აქტიური და თვითშეგნებული ბოროტმოქმედი მის არაერთ რომანში. ის თავს უწოდებს მასების ნების წარმომადგენელს, მაგრამ მისი რეალური სურვილი არის ძალაუფლება სხვებზე. ის აკონტროლებს ცალკეულ მსხვერპლს თვითშეფასების განადგურების გზით და ეძებს უფრო ფართო ძალაუფლებას ეთიკური ალტრუიზმის იდეალების პროპაგანდით. ის არის წმინდა მანიპულატორი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს მასებს თავისი ამაღელვებელი გამოსვლებით და რეაქციული სვეტით The Banner-ში.
ყველაფერი უარესობისკენ მიექანება, როცა მას, ტუჰის სტოდარდის კომპანიაში გადასვლის შემდეგ, უწევს ტაძრის აშენება სტოტარდის დაკვეთით: შენდება მკაცრად სეკულარული ტაძარი შიშველი დომინიკ ფრანკონის ქანდაკებით, რომელიც აგებულია ინდივიდუალისტი მოქანდაკის, სტივენ მელორის მიერ, რომელიც დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ტუჰზე ცხელი იარაღით თავდასხმა სცადა. ტუჰი აგდებს ჭორებს საზოაგოდებაში რორკის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ოფისი დახურა. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რორკი ახერხებს და ყალიბდება, როგორც წარმატებული არქიტექტორი. ტაბლოიდური პრესის ჟურნალისტი, გაილ ვინანდი, უმეგობრდება რორკს. გაილი ადიდებს რორკის ტემპერამენტს, მაგრამ ყოველდღიურ გაზეთებსა და ჟურნალებში იგი პოპულისტური მოტივებით მოძრაობს. რორკი კიტინგისთვის იაფ საბინაო პროექტზე მუშაობას იწყებს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა და ლობის ჯგუფებმა გეგმები ისე დაამახინჯეს, რომ რორკს დასრულებული შენობის განადგურება უწევს. მას სისხლის სამართლის ბრალდება ემუქრება, მაგრამ შთამბეჭდავი საჩივრის შემდეგ გაამართლეს. ბოლოს ისიც შეყვარებულს ხვდება. დომინიკი დიდი ხნით ადრე გეგმავდა ვინანდის დატოვებას და პრესისთვის სენსაციური ამბის დადგმას. ვინანდი შორდება დომინიკს და ხურავს The Banner-ს. როგორც ბოლო ხარკი რორკისთვის, რომელიც ახლა ყოფილ მეუღლეზეა დაქორწინებული, ვინანდი უბრძანებს მას ნიუ-იორკში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენებას.
თემები
რედაქტირებაინდივიდუალიზმი
რედაქტირებარენდმა აღნიშნა, რომ ნაწარმოების მთავარი თემა არის „ინდივიდუალიზმი კოლექტივიზმის წინააღმდეგ არა როგორც პოლიტიკაში, არამედ ადამიანის სულში“.[16] ფილოსოფოსმა, დაგლას დენ უილმა წარმოადგინა რომანში არსებული ინდივიდუალიზმი, როგორც კონკრეტულად ამერიკისთვის დამახასიათებელი, რომელიც ასახულია ამ ქვეყნის საზოგადოებისა და ინსტიტუტების კონტექსტში.[17] გარდა ისეთი სცენებისა, როგორიცაა მთავარი გმირი რორკის სასამართლო პროცესი, ავტორი თავს არიდებს პოლიტიკური საკითხების პირდაპირ განხილვას. როგორც ისტორიკოსმა ჯეიმზ ბეიკერმა აღწერა, „პირველწყარო საერთოდ არ მოიცავს პოლიტიკის ან ეკონომიკაის არსს. იგი არც მსოფლიო ომებს ეხმიანება, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში გამოქვეყნდა. არამედ საუბარია ერთი ადამიანის გალაშქრებაზე სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არ იძლევა სხვა საკითხებში შეჭრის საშუალებას“.[18] რომანის ადრეული მონახაზები მოიცავდა უფრო მკაფიო პოლიტიკურ ცნობებს, მაგრამ რენდმა ამოიღო ისინი დასრულებული ტექსტიდან.[19]
არქიტექტურა
რედაქტირებარენდმა რომანის ფონად არქიტექტურის პროფესია აირჩია, ნაწარმოების დაწყებამდე კი მან თითქმის არაფერი იცოდა ამ სფეროს შესახებ.[20] დარგმა, რომელიც აერთიანებს ხელოვნება, ტექნოლოგიებსა და ბიზნესს, მას საშუალება მისცა კარგა აესახა თავისი ძირითადი თემები ერთდროულად მრავალ სფეროში.[21] რენდმა მოგვიანებით დაწერა, რომ არქიტექტორები უზრუნველყოფენ „როგორც ხელოვნებას, ასევე მამაკაცის გადარჩენის ძირითად მოთხოვნილებას“.[20][22] ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტში ერთ-ერტი გამოსვლისას, რენდმა ყურადღება გაამახვილა არქიტექტურისა და ინდივიდუალიზმის კავშირზე და თქვა, რომ პერიოდები, როდესაც არქიტექტურა უმჯობესდებოდა, ასევე წარმოადგენდა დროის იმ მონაკვეთს, რომელსაც ინდივიდისთვის ყველაზე მეტი თავისუფლება მოჰქონდა.
როაკის მოდერნისტული მიდგომა არქიტექტურისადმი ეწინააღმდეგება რომანის სხვა არქიტექტორების უმეტესობას. პირველ ტავში, მისი არქიტექტურული სკოლის დეკანი ეუბნება მას, რომ თანამედროვე არქიტექტურამ უნდა მისდიოს წარსულ მეთოდებს, ვიდრე იგი გაუნჯობესდეს ან შეიცვალოს.[23] რორკი არაერთხელ კარგავს სამუშაოს არქიტექტურულ ფირმებთან და კლიენტებისგან საკომისიოებს, რადგან არ სურს ჩვეულებრივი არქიტექტურული სტილის კოპირება. ამის საპირისპიროდ, პიტერ კიტინგის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მისთვის მომგებიანი შედეგები მოაქვს.[24] იგივე კონფლიქტი ინოვაციასა და ტრადიციას შორის აისახება რორკის მენტორის, ჰენრი კამერონის კარიერაში.[25]
ფილოსოფია
რედაქტირებადენ უილი პირველწყაროს მოიხსენიებს, როგორც „ფილოსოფიურ რომანს“. მისი აზრით, მასში მრავლადაა გაჯერებული ფილოსოფიური იდეები და გვთავაზობს კონკრეტულ ფილოსოფიურ თვალსაზრისს ამ იდეების შესახებ.[26] ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ წლებში რენდმა შეიმუშავა თვისი ფილოსოფიური სისტემა, რომელსაც ობიექტივიზმი უწოდა.[27] უნდა აღინიშნოს, რომ პირველწყარო მისი ფილოსოფიისთვის დამახასიათებელ მრავალ ელემენტს შეიცავს, რომელიც მან უკეთ მოგვიანებით ნაწარმოებში 一 ობიექტივიზმი: აინ რენდის ფილოსოფია 一 აღწერა.[28][29]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Annual The Fountainhead essay contest დაარქივებული 2014-01-08 საიტზე Wayback Machine. (Ayn Rand Institute)
- CliffsNotes for The Fountainhead
- SparkNotes study guide for The Fountainhead
- Panel discussion about "The Relevance of The Fountainhead in Today's World" on May 12, 2002
- რადიო თავისუფლება - აინ რენდის "პირველწყარო"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.nytimes.com/topic/person/ayn-rand
- ↑ http://aynrandlexicon.com/ayn-rand-ideas/ayn-rand-q-on-a-on-libertarianism.html
- ↑ Schleier 2009, p. 123
- ↑ Ralston, Richard E. "Publishing The Fountainhead". In Mayhew 2006, p. 70
- ↑ Heller 2009, p. 65, 441
- ↑ Eyman 2010, p. 252
- ↑ Gladstein 1999, p. 11
- ↑ Burns 2009, p. 54–66
- ↑ Branden 1986, p. 171
- ↑ Branden 1986, p. 155
- ↑ Burns 2009, p. 52
- ↑ Burns 2009, p. 68
- ↑ Burns 2009, p. 80; Branden 1986, p. 170–171; Heller 2009, p. 186
- ↑ Gladstein 1999, p. 12
- ↑ Timeline of Ayn Rand's Life and Career. Ayn Rand Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2011-04-23.
- ↑ Rand 1997, p. 223
- ↑ Den Uyl 1999, p. 14–16
- ↑ Baker 1987, p. 51
- ↑ Milgram, Shoshana. "The Fountainhead from Notebook to Novel". In Mayhew 2006, p. 11–12
- ↑ 20.0 20.1 Berliner, Michael S. "Howard Roark and Frank Lloyd Wright". In Mayhew 2006, p. 58
- ↑ Den Uyl 1999, p. 30
- ↑ Ralston, Richard E. "Publishing The Fountainhead". In Mayhew 2006, p. 58
- ↑ Boeckmann, Tore. "Rand's Literary Romanticism". In Gotthelf და Salmieri 2016, p. 427
- ↑ Boeckmann, Tore. "The Fountainhead as a Romantic Novel". In Mayhew 2006, p. 130–131
- ↑ Cox, Stephen D. "The Literary Achievement of The Fountainhead დაარქივებული 2020-08-25 საიტზე Wayback Machine. ". In Thomas 2005, p. 46
- ↑ Den Uyl 1999, p. 29, 32
- ↑ Gotthelf და Salmieri 2016, p. 12
- ↑ Den Uyl 1999, p. 35–36
- ↑ Gladstein 2009, p. 21–22