პირველი კოსმოსური სიჩქარე

პირველი კოსმოსური სიჩქარე, წრიული სიჩქარე () — მინიმალური საწყისი სიჩქარე, რომელიც უნდა მიენიჭოს სხეულს დედამიწის, მთვარის ან სხვა პლანეტის ზედაპირთან, რათა იგი იქცეს (შესაბამისად დედამიწის, მთვარის ან პლანეტის) ხელოვნურ თანამგზავრად. დედამიწისათვის იგი ≈7.91 კმ/წმ (ატმოსფეროს გაუთვალისწინებლად).

ხელოვნური თანამგზავრის პირველი კოსმოსური სიჩქარით მოძრაობა დედამიწის გარშემო გეოსტაციონარულ ორბიტაზე

პირველად პირველი კოსმოსური სიჩქარე მიღწეულ იქნა 1957 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა კოსმოსური აპარატის სპუტნიკ-1-ის საშუალებით[1].

გაანგარიშება

რედაქტირება

დედამიწის ზედაპირის მახლობლად წრიულ ორბიტაზე მოძრავ კოსმოსურ აპარატს (თანამგზავრს) მასზე მოქმედი გრავიტაციული ძალა ანიჭებს ცენტრისკენულ აჩქარებას. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად,

  (1),

სადაც   — ობიექტის მასაა,   — სხეულის სიჩქარე,   — გრავიტაციული მუდმივა,   — პლანეტის მასა,   — დედამიწის რადიუსი.

(1) ფორმულიდან თუ გამოვიყვანთ სიჩქარეს მივიღებთ:

  (2),

სადაც   თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა დედამიწის ზედაპირთან. სათანადო მნიშვნელობათა (G=6.67·10⁻¹¹ მ³·კგ⁻¹·წმ⁻², M = 5.97·10²⁴ კგ, R0 = 6 371 000 მ, h ≈ 0) ჩასმით მივიღებთ:

  ≈7905.80 მ/წმ, ანუ ≈7.91 კმ/წმ.

დედამიწის ატმოსფერო რომ არ არსებობდეს, ასეთი სიჩქარით მოძრავი ნებისმიერი მასის მქონე სხეული გახდებოდა დედამიწის თანამგზავრი. სინამდვილეში მოძრაობისადმი ჰაერის დიდი წინააღმდეგობის გამო ასეთი სიჩქარის დროს R-რადიუსიანი ორბიტა პრაქტიკულად განუხორციელებელია. r-რადიუსიან წრიულ ორბიტაზე მოძრაობისას პირველი კოსმოსური სიჩქარე გამოითვლება ფორმულით:

  (3),

300 კმ სიმაღლეზე შეიძლება ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელვჰყოთ. სათანადო მნიშვნელობათა ჩასმით მივიღებთ, რომ ამ სიმაღლისათვის პირველი კოსმოსური სიჩქარე უდრის ≈7.73 კმ/წმ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Билимович Б. Ф. Законы механики в технике. — М., Просвещение, 1975. — Тираж 80000 экз. — с. 37-39