პინგვინისნაირნი

(გადამისამართდა გვერდიდან პინგვინისებრნი)

პინგვინისნაირნი (ლათ. Sphenisciformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახსპინგვინისებრნს (ლათ. Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 -მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის ნაპირებთან, სუბანტარქტიდის კუნძულებზე, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაპირებზე, გალაპაგოსის კუნძულებზე. ბუდობენ დიდ კოლონიებად, ზოგი — წყვილებად ან პატარ-პატარა გუნდებად. დებენ 1-2 კვერცხს, იკვებებიან თევზებით, თავფეხიანი მოლუსკებითა და კიბოსნაირებით.

პინგვინისნაირნი

სამეფო პინგვინები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  პინგვინისნაირნი
ოჯახი:  პინგვინისებრნი (Spheniscidae
Bonaparte, 1831
)
ლათინური სახელი
Sphenisciformes Sharpe, 1891

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისახეობები
ვიკისახეობებს აქვს ინფორმაცია თემაზე