პეტრე ანჟუ
პეტრე ანჟუ (15 (26) თებერვალი, 1796, ვიშნი-ვოლოჩოკი — გ. 12 (24) ოქტომბერი, 1869, სანქტ-პეტერბურგი) — არქტიკის რუსი მკვლევარი, ფლოტის ადმირალი. 1820 წელს ლეიტენანტის ჩინით დაევალა ციმბირის ჩრდილოეთ ნაპირის აღწერა. 1821–1823 წლებში დამხმარეებთან ერთად (პ. ილინი, ი. ბერეჟნიხი, ა. ფიგურინი) აღწერა ნაპირები და კუნძულები მდინარეებს ოლენიოკსა და ინდიგირკას შორის. შეადგინა ახალი ციმბირის კუნძულების რუკა. 1825–1826 წლებში მონაწილეობდა კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირისა და არალის ზღვის დასავლეთ ნაპირის აღწერაში. თავი გამოიჩინა 1827 წლის ნავარინოს ბრძოლაში, იყო ლეიტენანტი სახაზო გემ „განგუტზე“. შემდგომში მსახურობდა საზღვაო უწყების დაწესებულებებში. პეტრე ანჟუს სახელს ატარებს ახალი ციმბირის კუნძულების ერთ-ერთი ჯგუფი (იხ. ანჟუს კუნძულები).[1]
პეტრე ანჟუ | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
რუს. Пётр Фёдорович Анжу | ||||||||
ეროვნება | რუსი | |||||||
დაბადების თარიღი | 15 (26) თებერვალი, 1796 | |||||||
დაბადების ადგილი | ვიშნი-ვოლოჩოკი | |||||||
გარდაცვალების თარიღი | 12 (24) ოქტომბერი, 1869 (73 წლის) | |||||||
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი | |||||||
კუთვნილება | რუსეთის იმპერია | |||||||
ჯარის სახეობა | ფლოტი | |||||||
სამხედრო სამსახურის წლები | 1815–1865 | |||||||
წოდება | ადმირალი | |||||||
ბრძოლები/ომები | ნავარინოს ბრძოლა | |||||||
ჯილდოები |
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Анжу Пётр Фёдорович // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 749.