ანჟუს კუნძულები
ანჟუს კუნძულები[1] (რუს. Острова Анжу) — ახალი ციმბირის კუნძულების არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულთა ჯგუფი (რუსეთის ტერიტორია). მდებარეობს არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში, ლაპტევებისა და აღმოსავლეთ ციმბირის ზღვებში. ანჟუს კუნძულებში შედის: კოტელნი (23,2 ათ. კმ²[2]), ახალი ციმბირი (6,2 ათ. კმ²) და ბელკოვის (500 კმ²). რელიეფში ჭარბობს დაჭაობებული ვაკეები, სიმაღლით 62 მეტრიდან (კ. ახალი ციმბირი) 361 მეტრამდე (კ. კოტელნი). დაფარულია არქტიკული ხავს-მღიერიანი ტუნდრით. ადგილ-ადგილ თერმოკარსტული ტბები და პატარა მდინარეებია. ნაპირებზე — ფრინველთა ბაზრები. სახელი ეწოდება პეტრე ანჟუს პატივსაცემად.[3]
მშობ. სახელი: Острова Анжу | |
---|---|
ანჟუს კუნძულების ჯგუფი ახალი ციმბირის არქიპელაგის რუკაზე | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ლაპტევების ზღვა, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა |
კოორდინატები | 75°28′30″ ჩ. გ. 143°02′31″ ა. გ. / 75.47500° ჩ. გ. 143.04194° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 3 |
ფედ. სუბიექტი | სახა (იაკუტია) |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
- ↑ Генкал, С. И.; Габышев, В. А. (2020). „ДИАТОМОВЫЕ (BACILLARIOPHYTA) ВОДОЕМОВ И ВОДОТОКОВ ОСТРОВА КОТЕЛЬНЫЙ (НОВОСИБИРСКИЕ ОСТРОВА)“. Ботанический журнал (რუსული). 105 (8): 750–761. doi:10.31857/S0006813620080049. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Анжу Острова // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 749.