პეპელეთი
მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღ
პეპელეთი — მთა საქართველოში, იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარეების ჩიხურისა და ხახიეთისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2083 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტული წყების ქანებით. მთის ქვედა კალთები შემოსილია წიფლნარით, ზემო — სუბალპური მდელოთი.
პეპელეთი | |
---|---|
კოორდინატები: 42°26′24″ ჩ. გ. 43°32′10″ ა. გ. / 42.440083° ჩ. გ. 43.536222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | იმერეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 2083 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 21.