პეგასი (გვარი)

(გადამისამართდა გვერდიდან პეგასი (თევზი))

პეგასი (ლათ. Pegasus) — თევზების გვარი პეგასისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 18 სმ-მდე. ცნობილია 4 სახეობა.[1] გავრცელებული არიან ინდოეთის ოკეანესა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში (აღმოსავლეთ აფრიკიდან იაპონიამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიამდე), სანაპირო წყლებში. ზღვის მელებისა და ნემსთევზასებრთა მსგავსად, პეგასებს დიდი ძვლოვანი ფირფიტებისაგან განვითარებული აქვთ ჯავშანი (მუცლის ნაწილში ისინი მყარადაა შეერთებული, კუდისაში — მოძრავად). დინგი ძლიერ გამოწეულია, პირი პატარა, უკბილო. მკერდის ფარფლის აგებულება ძალიან თავისებურია (ამიტომ უწოდა შვედმა ნატურალისტმა კარლ ლინემ მათ მითური პეგასის სახელი). სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვაჭრობის ობიექტია გამომშრალი სახით (იყენებენ ავგაროზებად). ყველაზე მეტად ცნობილია მოკლეკუდა პეგასი (Pegasus volitans).

პეგასი

Pegasus laternarius
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  მახათასნაირნი
ოჯახი:  პეგასისებრნი
გვარი:  პეგასი
ლათინური სახელი
Pegasus (Linnaeus, 1758)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Pegasus. FishBase. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]