ზღვის მელები
ზღვის მელები, აგონისებრნი (ლათ. Agonidae) — ზღვის თევზების ოჯახი სკორპენისნაირთა რიგისა. აქვთ 10–20 სმ (ზოგჯერ 40 სმ-მდე) სიგრძის ძლიერ წაგრძელებული სხეული. სხეული დაფარული აქვთ დიდი ძვლოვანი ფირფიტებით, რომლებიც ჯავშანს წარმოქმნიან. განივ კვეთში სხეულის ფორმა 6- ან 8-წახნაგიანია. ცნობილია 20-მდე გვარის 44-მდე სახეობა. იკვებებიან მცირე ზომის კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებით. ტაფობენ გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ქვირითს ყრიან გრუნტში ან წყალმცენარეებში. ქვირითი მსხვილი და წებოვანია. ფსკერის თევზებია, ბინადრობენ 1000 მეტრის სიღრმეზე და მეტზე, სახეობების უმეტესობა ქვიან და ქვიშაკენჭოვან გრუნტიან და მსხვილქვიშიან სანაპირო ზონაში ცხოვრობს. უმრავლესობა სიცივის მოყვარულია (ზოგიერთი წარმომადგენელი გვხვდება –1-დან –1,5 °C-მდე ტემპერატურის პირობებში) და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილშია გავრცელებული; ჩრდილოეთ ატლანტიკაში, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში და ანტარქტიკაში აღინიშნება ერთი ენდემური გვარი. თავმოყრა იშვიათად იციან. სამეურნეო მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
ზღვის მელები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ევროპული ზღვის მელა (Agonus cataphractus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Agonidae (Swainson, 1939) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Никольский Г. В., Частная ихтиология, 3 изд., М., 1971;
- Морские лисички // Большая советская энциклопедия, т. 16 — М. : Советская энциклопедия, 1974;
- Котляр А. Н. АГОНОВЫЕ // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 188.