პაჩული
პაჩული (ლათ. Pogostemon patchouli) — მრავალწლოვანი ტროპიკულ ბუჩქბალახი ტუჩოსანთა ოჯახისა. ნახევარსფეროს ფორმა აქვს, სიმაღლე 70-100 სმ აღწევს. ახასიათებს მონოპოდიალური დატოტვა. მთავარი ღერო სწორმდგომია, ფოთოლი — კვერცხისებრი, მუქი მწვანე, შეიცავს 0,3% ეთერზეთს.
პაჩული | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Pogostemon patchouli | ||||||||||||||
|
მცენარე კარგად იზრდება 20°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. პაჩულის სამშობლოა ფილიპინები. გავრცელებულია ტროპიკული ჰავის ქვეყნებში. 1939 წლიდან მოჰყავთ აფხაზეთის ზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში, აქ იგი ერთწლოვანია.
ამრავლებენ კალმით. კალამს აფესვიანებენ სათბურში სექტემბერ-ოქტომბერში. მინდორში რგავენ მაისში. სპეციფიკური სურნელებისა და ფიქსატორული თვისებების გამო პარფიუმერიაში იყენებენ. მოსავალს იღებენ ოქტომბერში. 1 ჰა-ზე მოდის 4-6 ტ ნედლეული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქვანაია ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 715.}