პაულინიო
ჟოზე პაულო ბეზერა მასიელ ჟუნიორი (პორტ. José Paulo Bezerra Maciel Junior; დ. 25 ივლისი, 1988, სან-პაულუ) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც — პაულინიო. „გუანჯოუ ევერგრანდისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი.[1][2]
პაულინიო 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჟოზე პაულო ბეზერა მასიელ ჟუნიორი | ||
დაბადების თარიღი | 25 ივლისი, 1988 | ||
დაბადების ადგილი | სან-პაულუ, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 181 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
გუანჯოუ (იჯარით) | ||
ნომერი | 9 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003 | სან-პაულუ | ||
2003 | ჟუვენტუსი | ||
2004–2005 | პორტუგეზა | ||
2006 | Aduax | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006 | Aduax | ||
2006–2007 | ვილნიუსი | 38 | (5) |
2007–2008 | ლოძი | 17 | (0) |
2008–2009 | Aduax | 39 | (7) |
2009–2010 | ბარაგანტინო | 28 | (6) |
2010–2013 | კორინთიანსი | 86 | (20) |
2013–2015 | ტოტენჰემი | 45 | (6) |
2015–2017 | გუანჯოუ | 63 | (17) |
2017–2019 | ბარსელონა | 34 | (9) |
2018–2019 | → გუანჯოუ | 2 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011–2018 | ბრაზილია | 56 | (13) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 ივლისი, 2018 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 30 ივლისი, 2018 |
საფეხბურთო კარიერა პაულინიომ მშობლიურ ქალაქ სან-პაულუში დაიწყო. 2006 წელს იგი გადავიდა ლიტვურ გუნდ „ვილნიუსში“, სადაც ორი წელი გაატარა. 2007 წელს, იმის შემდეგ რაც „ვილნიუსი“ ლიტვის მეორე ლიგაში დაქვეითდა, პაულინიომ გუნდი დატოვა და კონტრაქტი პოლონურ „ლოძთან“. 2009 წელს პაულინიო დაბრუნდა ბრაზილიაში, სან-პაულის მეოთხე ლიგის გუნდში, თუმცა იქ პაულინიო დიდხანს არ გაჩერდა და იმავე წელს ბრაზილიის სერია ბ-ში მოასპარეზე „ბარაგანტინოს“ შეუერთდა. სწორედ „ბარაგანტინოში“ პაულინიო ბრაზილიის დიდი გუნდების ყურადღება მიიპყო, რის შედეგადაც 2010 წელს პაულინიო გაიფორმა „კორინთიანსმა“. ახალ გუნდში იგი მალევე გახდა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე. „კორინთიანსის“ რიგებში პაულინიო გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული.
2013 წლის 2 ივნისს პაულინიო ინგლისური „ტოტენჰემის“ მოთამაშე გახდა. ტრანსფერის ღირებულებამ 17 მილიონი ევრო შეადგინა. „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში პაულინიომ 45 პრემიერ-ლიგის მატჩში მიიღო მონაწილეობა.
2015 წლის 1 ივლისს დადასტურდა პაულინიოს ტრანსფერი ჩინურ „გუანჯოუ ევერგრანდში“.
ბევრისთვის მოულოდნელად, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პაულინიო კატალონიის „ბარსელონამ“ გაიფორმა 40 მილიონ ევროდ. ესპანური გუნდის გულშემატკივრები მწვავედ აკრიტიკებდნენ თავიანთი საყვარელი კლუბის ხელმძღვანელობას, რადგან პაულინიოს ტრანსფერს არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევდნენ. 2017 წლის 16 სექტემბერს პაულინიომ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა „ხეტაფესთან“ გასვლით მატჩში. ის თამაში „ბარსელონამ“ 2–1 მოიგო. იმავე წელს „ბარსელონას“ რიგებში პაულინიომ კარიერაში პირველი მატჩი ჩაატარა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც მისმა გუნდმა 3–0 დაამარცხა ტურინის „იუვენტუსი“.
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატი (სერია A): 2011
- პაულისტას ჩემპიონატი: 2013 [3]
- ლიბერტადორესის თასი: 2012 [4]
- მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2012 [5]
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონი: 2017–18
- ესპანეთის თასი: 2017–18
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი და სტატისტიკა დაარქივებული 2018-05-01 საიტზე Wayback Machine. FIFA
- პროფილი და სტატისტიკა UEFA
- პროფილი და სტატისტიკა BDFutbol
- პროფილი და სტატისტიკა Soccerway
- პროფილი და სტატისტიკა National Football Teams
- პროფილი და მოკლე ბიოგრაფია Pàgina Oficial del FC Barcelona
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Paulinho. FC Barcelona. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
- ↑ José Paulo Bezzera Maciel Júnior. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
- ↑ Franceschini, Gustavo; Carvalho, Samir. (20 იანვარი, 2015) Com a cabeça enfaixada, Danilo, meia do Corinthians, marca o gol do título paulista Corinthians conquista Paulistão com empate, espanta crise e frustra tetra de Neymar Portuguese. UOL Esportes. Grupo Folha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
- ↑ Copa Libertadores – Final (5 ივლისი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-12. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
- ↑ FIFA Club World Cup Japan 2012. Fédération Internationale de Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-04. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.