პატარძეულის მთავარანგელოზთა ეკლესია
პატარძეულის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრზე. განეკუთვნება, სავარაუდოდ, გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ოთხკუთხა, გარეთკენ შევიწროებული სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო კვადრატული ნიშია. 2008 წელს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია თვითნებურად გაარემონტა, თუმცა, იმდენად დაუდევრად, რომ მას ამჟამად ისტორიული ღირებულება დაკარგული აქვს: შიგნით ეკლესია გადახურულია რკინა-ბეტონის ერთიანი, ამორფული კამარით. გარედან კედლები შელესილია ცემენტისა და ქვიშის ხსნარის სქელი ფენით. ეკლესია გადახურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 186.