პატაგონიის ანდები
პატაგონიის ანდები (ესპ. Andes patagónicos) — სამხრეთ ამერიკის ანდების უკიდურესი სამხრეთი დაბოლოება. ვრცელდება ჩილესა და არგენტინაში, ს. გ. 39°-დან სამხრეთით. მისი სიმაღლე 2-3 ათასი მეტრია. დამახასიათებელია აქტიური სეისმური მოძრაობები და ვულკანიზმი. გაბატონებულია ძლიერ ნოტიო და გრილი ზომიერი ჰავა. ყველაზე თბილი თვის — იანვრის ტემპერატურა +11,+12 გრადუსია, ხოლო ზამთრის +7, +8°. ნალექების რაოდენობაა წელიწადში 5000 მმ-ზე მეტი. მცენარეულობა ქვედა სარტყელში მძლავრი და გაუვალი მარადმწვანე ტყეებით (ჰემიჰილეებით) არის წარმოდგენილი. აქ ხემცენარეების სიმაღლე 50-60 მეტრს აღწევს. ბუნებრივი პირობები მცენარეულობის განვითარებისთვის ძალზე ხელსაყრელია.
პატაგონიის ანდები | |
---|---|
კოორდინატები: 46°35′42″ ს. გ. 73°20′45″ დ. გ. / 46.59500° ს. გ. 73.34583° დ. გ. | |
ქვეყანა | ჩილე არგენტინა |
უმაღლესი წერტილი | სან-ვალენტინი |
სიმაღლე | 4058 მ |
ფართობი | 295 542 კმ² |
სიგრძე | 1364 კმ |
სიგანე | 379 კმ |
ზღვის დონიდან 300-400 მეტრზე მარადმწვანე ტყეებში ფოთოლმცვენი სახეობები ჩნდება, 600 მეტრიდან იწყება მეჩხერი და ტანბრეცილა ტყეები, ხოლო 800 მეტრიდან — მთის ტუნდრა. პატაგონიის ანდებში მყინვარები 1400-1500 მეტრიდან იწყება, ხოლო უფრი სამხრეთით, ცეცხლოვანი მიწის რეგიონში, ოკეანის დონემდე ეშვებიან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პატაგონიის ანდები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)