პარმენ ლორია
პარმენ ლორია (დ. 30 აგვისტო, 1898 — გ. 8 მარტი, 1978) — ქართველი მწერალი.
პარმენ ლორია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 აგვისტო, 1898 |
დაბადების ადგილი | ქვაყუდე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 8 მარტი, 1978 (79 წლის) |
დასაფლავებულია | მწერალთა კავშირის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
შვილ(ებ)ი | ალექსანდრე ლორია |
პარმენ ლორია დაიბადა 1898 წლის 30 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ ქვაყუდეში. დაასრულა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი. 14 წლის ასაკში გაეშურა ჯერ ჩაქვის მეურნეობაში სამუშაოდ, შემდეგ ბათუმის პორტში, ბოლოს ნოვოროსიისკის ცემენტის საბადოებში. 19 წლის მეფის არმიაში გაიწვიეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ირანისა და ოსმალეთის პროვინციებში მოუხდა ბრძოლა. იმსახურა დემოკრატიული საქართველოს ჯარში. ცხოვრების ეს მონაკვეთი აღწერილი აქვს ავტობიოგრაფიულ რომანში „დაზგიდან დაზგანდე“. ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და დოკუმენტური სიზუსტით ასახავს მწერლის მიერ განვლილ გზას. მუშაობას იწყებს ბათუმის ახალდაარსებულ სახალხო მილიციაში. აქვეყნებდა კორესპონდემციებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. მუშაობს პროფკავშირეული კლუბის ხელმძღვანელად.
1924-36 წლებში ქმნიდა აგიტ-მხატვრულ ბრიგადას და მოგზაურობდა აჭარის სოფლებში. დღიურები ასახულია წიგნში „კვალდაკვალ“. აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, უფრო მეტად ფსევდონიმით „პ. ობოლი“. 1932-1956 წლებში საქართველოს აჭარის მწერალთა კავშირის განყოფილების პირველად მდივანი და შემდგომ ამ განყოფილების თავმჯდომარე. 1936 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი „ჩაი“. იმდროინდელი აჭარის ცხოვრებას ასახავს პარმენ ლორიას მეორე წიგნი „დელი მურადი“, რომელსაც შენდგომ „განთიადი ხევში“ უწოდა. 1941 წელს მკითხველმა მიიღო რომანი „მევლუდი“, რომანი ეკრანიზებულია. ამავე ეპოქას ეძღვნება რომანი „საუკუნის დაბადება“. 1951 წელს პარმენ ლორია აქვეყნებს თავის ერთ-ერთ პოპულარულ რომანს „ნაირა“, რომელიც შემდგომ ბათუმის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლად დაიდგა. ქვეყნდება მისი სხვა რომანები და მოთხრობების კრებულები.
რუსულ ენაზე თარგმნილია მისი რომანები: „განთიადი ხევში“, „შვილები“ და „ჩაი“.
გარდაიცვალა 1978 წლის 8 მარტს. დაკრძალულია ქალაქ ბათუმში მწერალთა კავშირის პანთეონში.
აჭარის საზოგადოებამ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა მწერლისადმი, 1956 წელს გადაუხადეს 60 წლისთავი, 1976 წელს — 80 წლისთავი, ხოლო 2006 წელს მწერლის დაბადებიდან 100 წლისთავი აღნიშნა.
ნაწარმოებთა გამოცემები
რედაქტირება- ჩაი (ორ წიგნად) (1936, 1938)
- დელი მურადი („განთიადი ხევში“) (1939, 1980, 1986)
- მევლუდი (1941, 1996)
- ფრონტზე და ზურგში (1943)
- საუკუნის დაბადება (1946)
- ნაირა (1951, 1992)
- ალისფერი დილა (1951)
- ტალღები (1953)
- შვილები (ორ წიგნად) (1953, 1960)
- მაღაროებში (1954)
- ერთტომეული (1957)
- დაზგიდან დაზგამდე (გზები და ბილიკები) (1958, 1962)
- დაბადების დღე (1961, 1966)
- ჩემი პატარა ოჯახი (1962, 1976, 1984)
- საიმედო მომავალი (1965)
- სართიჭალელი ჭაბუკი (1968)
- თზულებებანი (ორ ტომად) (1970, 1971)
- კეთილშობილება (1974)
- ერთი დიდი საუკუნე (1978)
- კვალდაკვალ (1982)