„პარიზის ქრონიკა“, „ცხოვრება საქართველოჲსა“, XVIII საუკუნის I ნახევრის ქართული ანონიმური საისტორიო თხზულება. აღწერილია 1373-1683 წლების ისტორიული მოვლენები. ქრონიკის ერთადერთი არასრული ხელნაწერი ინახება პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. პირველად გამოსცა მარი ბროსემ პარიზში 1830 წელს (ლითოგრაფიული გამოცემა).

„პარიზის ქრონიკა“ კომპილაციაა. მისი უმთავრესი წყაროებია: რედაქტირებული „ქართლის ცხოვრება“, „მესხური მატიანე“, ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცხოვრება“, გრიგოლ დოდორქელის „ცხოვრება და წამება ქეთევან დედოფლისა“, იოსებ თბილელის პოემა „დიდმოურავიანი“, როსტომ-ხანის 1648 წლის სიგელი, არჩილ მეფის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“. ბევრი წყარო არ არის მოღწეული თავდაპირველი სახით და შემონახულია „პარიზის ქრონიკაში“ ჩართული მათი ზოგიერთი ნაწყვეტი.

გამოცემები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება