გიული ალასანია

ქართველი ისტორიკოსი

გიული ალასანია (დ. 11 ნოემბერი, 1946, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1987),[2] პროფესორი (1990). მიხეილ სააკაშვილის დედა.

გიული ალასანია
დაბ. თარიღი 11 ნოემბერი, 1946(1946-11-11) (77 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი მიხეილ სააკაშვილი
ჯილდოები ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია და საქართველოს კომკავშირის პრემია[1]

ბიოგრაფია რედაქტირება

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით).

1969-2006 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1969—1975), უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1975—1989) და ამავე განყოფილების გამგედ (1989—2006).

1973 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1987 წელს — სადოქტორო დისერტაციები.

გიული ალასანია არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების შემსწავლელი კომისიის წევრი; 1990 წლიდან თსუ-ის ისტორიის მიმართულების პროფესორი, აგრეთვე თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრორექტორი.

2006 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის (2007 წის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო 2005 წლიდან საერთაშორისო ასოციაციის „ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ პრეზიდენტი.

2009 წელს გ. ალასანია არჩეულ იქნა ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) ნამდვილ წევრად; 2012 ხოლო წელს — გენეალოგიის, ჰერალდიკის და დოკუმენტურ მეცნიერებათა ამერიკული სკოლის საპატიო წევრად.

გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო შრომა (მათ შორის მონოგრაფიები)[3] საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხებზე. მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული ფორუმის (მათ შორის, ფესტივალის „ჩვენებურები“) მონაწილე და ორგანიზატორი.

ჯილდოები რედაქტირება

  • საქართველოს კომკავშირის პრემია (1980)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (ჯგუფთან ერთად, 2010)

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო რედაქტირება