ტერმინს „გრიგოლ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრიგოლ.

გრიგოლ დოდორქელი (ვახვახიშვილი) — XVII-XVIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, დავითგარეჯის ლიტერატურული სკოლის აქტიური წევრი, თავად ვახვახიშვილთა საგვარეულოდან.

მოღვაწეობდა დოდორქის მონასტერში. 1703-1713 წლებში დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება „თთუესა სეკდემბერსა იგ წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“, რომელიც სანდო ისტორიული წყაროცაა. გრიგოლ დოდორქელს ეკუთვნის რამდენიმე საგალობელიც. ზოგ მათგანში შექებულია ქეთევან დედოფალი.

ლიტერატურა

რედაქტირება