პარიზის კონვენცია
სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია, რომელიც ხელმოწერილია პარიზში, საფრანგეთი, 1883 წლის 20 მარტს, იყო ერთ-ერთი პირველი ინტელექტუალური საკუთრების ხელშეკრულება. მან შექმნა სამრეწველო საკუთრების დაცვის კავშირი. კონვენცია ამჟამად ძალაშია. მისი არსებითი დებულებები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ეროვნული რეჟიმი, პრიორიტეტის უფლება და საერთო წესები.[1]
შინაარსი
რედაქტირებაეროვნული რეჟიმი
რედაქტირებახელშეკრულების მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად, იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არიან კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეები ან ცხოვრობენ მოკავშირე ქვეყანაში, სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით, კავშირის ყველა სხვა ქვეყანაში სარგებლობენ იმ უპირატესობებით. რასაც მათი შესაბამისი ქვეყნის კანონები ანიჭებენ მოქალაქეებს. [2]
პრიორიტეტის უფლება
რედაქტირება„კონვენციური პრიორიტეტის უფლება“, რომელსაც ასევე უწოდებენ „პარიზის კონვენციის პრიორიტეტულ უფლებას“ ან „კავშირის პრიორიტეტის უფლებას“, ასევე დაკანონდა პარიზის კონვენციის მე-4 მუხლით და ითვლება პარიზის კონვენციის ერთ-ერთ ქვაკუთხედად.[3] იგი ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი პირი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელმაც დადგენილი მოთხოვნების დაცვით კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში შეიტანა განაცხადი პატენტზე ან სასარგებლო მოდელის, სამრეწველო დიზაინის, ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე, სხვა ქვეყნებში შეტანის მიზნით სარგებლობს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებით დადგენილ ვადებში.
ზოგიერთ საერთაშორისო გამოფენაზე ნაჩვენები საქონლის დროებითი დაცვა
რედაქტირებაპარიზის კონვენციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი მოითხოვს, რომ კავშირის ქვეყნებმა „დროებითი დაცვა მიანიჭონ დაპატენტებულ გამოგონებებს, სასარგებლო მოდელებს, სამრეწველო ნიმუშებს და სასაქონლო ნიშანს იმ საქონლის მიმართ, რომლებიც გამოფენილია ოფიციალურ ან ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო გამოფენებზე, რომლებიც ტარდება ნებისმიერი მათგანის ტერიტორიაზე."[4]
პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ურთიერთდამოუკიდებლობა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში
რედაქტირებამე-4 და მე-6 მუხლების მიხედვით (შესაბამისად, პატენტებისთვის და სასაქონლო ნიშნებისთვის), უცხოელებისთვის განცხადება პატენტზე ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განისაზღვრება წევრი სახელმწიფოს მიერ მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და არა ქვეყნის გადაწყვეტილებით, წარმოშობის ან სხვა. საპატენტო განაცხადები და სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია დამოუკიდებელია ხელშეკრულების დამდებ ქვეყნებს შორის.
ისტორია
რედაქტირება1880 წლის პარიზისი დიპლომატიური კონფერენციის შემდეგ, 1883 წლის 20 მარტს კონვენციას ხელი მოაწერა 11 ქვეყანამ. ესენია: ბელგია, ბრაზილია, საფრანგეთი, გვატემალა, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, ელ სალვადორი, სერბეთის სამეფო, [5] ესპანეთი და შვეიცარია. გვატემალამ, ელ სალვადორმა და სერბეთმა უარყვეს და შემდეგ ხელახლა მიიღეს კონვენცია.[6] [7] [8]
ხელშეკრულება გადაიხედა ბრიუსელში, ბელგიაში, 1900 წლის 14 დეკემბერს, ვაშინგტონში (აშშ) 1911 წლის 2 ივნისს, ჰააგაში (ნიდერლანდები), 1925 წლის 6 ნოემბერს, ლონდონში, 1934 წლის 2 ივნისს, ლისაბონში, (პორტუგალია), 1958 წლის 31 ოქტომბერს და სტოკჰოლმში (შვედეთი) 1967 წლის 14 ივლისს. მასში ცვლილებები შევიდა 1979 წლის 28 სექტემბერს.[9]
ხელშეკრულების მხარეები
რედაქტირება2022 წლის 21 აპრილის მონაცემებით, კონვენციას ჰყავს 179 ხელშეკრულების დამდები წევრი ქვეყანა,[10] [11] რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ მიღებულ ხელშეკრულებად აქცევს.
ადმინისტრაცია
რედაქტირებაპარიზის კონვენციას ადმინისტრირებას უწევს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO),[12] დაფუძნებული ჟენევაში, (შვეიცარია).[13]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Bodenhausen, G.H.C. (1969). Guide to the Application of the Paris Convention for the Protection of Industrial Property As Revised at Stockholm in 1967. United International Bureaux for the Protection of Intellectual Property (BIRPI). ISBN 92-805-0368-5.
- Schuyler, William E. "Paris Convention for the Protection of Industrial Property-A View of the Proposed Revisions." NCJ Int'l L. & Com. Reg. 8 (1982): 155+. online
- Wieczorek, Reinhard (1975). Die Unionspriorität im Patentrecht, Grundfragen des Artikels 4 der Pariser Verbandsübereinkunft. C. Heymanns. ISBN 3-452-17822-6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პარიზის კონვენცია“ ვიკისაწყობში.
- პარიზის კონვენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO)
- Haberman v Controller, გაერთიანებული სამეფოს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეხმარება პრიორიტეტის კონცეფციის გაგებას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია
- ↑ Bodenhausen, (1969).
- ↑ Decision T 15/01 (Mystery Swine Disease/SDLO) of 17 June 2004 of Board of Appeal 3.3.01 of the European Patent Office (EPO). European Patent Office (2004). ციტატა: „The right of priority is generally regarded as one of the cornerstones of the Paris Convention ...“ ციტირების თარიღი: 30 December 2016
- ↑ Article 11(1) of the Paris Convention
- ↑ TEMA BROJA - Patenti.
- ↑ Contracting Parties to the Paris Convention.
- ↑ TREATY/PARIS/179: [Paris Convention Cessation of Responsibility of the United Kingdom, from July 1, 1997, for International Rights and Obligations Arising from the Application of the Paris Convention to Hong Kong].
- ↑ Blackstone's Statutes on Intellectual Property.
- ↑ Paris Convention for the Protection of Industrial Property (as amended on September 28, 1979) (Official translation). WIPO. ციტატა: „Paris Convention for the Protection of Industrial Property of March 20, 1883, as revised at Brussels on December 14, 1900, at Washington on June 2, 1911, at The Hague on November 6, 1925, at London on June 2, 1934, at Lisbon on October 31, 1958, and at Stockholm on July 14, 1967, and as amended on September 28, 1979“ ციტირების თარიღი: 5 June 2020
- ↑ Accession by Cabo Verde (PCT Newsletter - April 2022). WIPO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2022. ციტატა: „On 6 April 2022, Cabo Verde (country code: CV) deposited its instrument of accession to the Paris Convention for the Protection of Industrial Property, thus bringing the total number of States party to that Convention to 179.“ ციტირების თარიღი: 21 April 2022
- ↑ Contracting Parties > Paris Convention (Total Contracting Parties : 178). ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO). ციტირების თარიღი: 20 November 2021
- ↑ WIPO web site, WIPO-Administered Treaties. Consulted on 10 August 2007.
- ↑ WIPO web site, What is WIPO?. Consulted on 10 August 2007.