პალამედეასებრნი (ლათ. Anhimidae) — ფრინველთა ოჯახი ბატისნაირთა რიგისა. ტანად დიდი ფრინველებია, მათი სხეულის სიგრძე 70-90 სმ, ფრთების შლილი 2 , მასა 2-4 კგ აღწევს. აქვთ გრძელი ბოლო, ფრთების მოღუნვის ადგილებზე — 2 დეზი, კანქვეშ — მრავალი წვრილი საჰაერო ბუშტუკი. შეიცავს 2 გვარსა (ლათ. Anhima, Chauna) და 3 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში გვიანასა და ვენესუელიდან არგენტინამდე. ბინადრობენ ჭაობნარში. მონოგამებია. დებენ 2-6 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი. იკვებებიან მცენარეული საკვებით, ზოგჯერ — ჭიებით, მოლუსკებით, მწერებით,ქვეწარმავლებით. სანადირო ობიექტია.

პალამედეასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Anhimidae

ლიტერატურა

რედაქტირება