ოჰრიდის ლიტერატურული სკოლა
ოჰრიდის ლიტერატურული სკოლა — ბულგარეთის ერთ-ერთი უძველესი კულტურის ცენტრი. სკოლა დააარსა კლიმენტ ოჰრიდელმა 886 წელს ბორის I-ის ბრძანების შესაბამისად (ამჟამად ოჰრიდი მდებარეობს მაკედონიაში). IX საუკუნიდან სკოლაში გამოიყენება ახლადშექმნილი ანბანი კირილიცა, მაგრამ XII საუკუნემდე გამოიყენება ასევე გლაგოლიცა. 893 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობს ნაუმ ოჰრიდელი[1].
ნაუმისა და კლემენტის ხელმძღვანელობით სკოლაში მომზადდა 3500 მომავალი მასწავლებელი და მღვდელი. სკოლის მუშაობის ხარისხი ოდნავ დაეცა პირველი ორი ხელმძღვანელის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა XII საუკუნემდე სკოლა რჩებოდა სლავური კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრად. საბოლოოდ თავისი მნიშვნელობა დაკარგა 1767 წელს, როდესაც ოსმალეთის სულთანმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გააუქმეს ოჰრიდის სამთავარეპისკოპოსო[2].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Steven Runciman, A history of the First Bulgarian Empire, Appendix IX - The Cyrillic and Glagolitic alphabets, (G. Bell & Sons, London 1930)
- ↑ Macedonia and the Macedonians: a history Volume 561 of HOOVER INSTITUTION PRESS PUBLICATION Studies of nationalities Macedonia and the Macedonians: A History, Andrew Rossos Hoover Press, 2008 ISBN 0-8179-4882-1, ISBN 978-0-8179-4882-5