ნაუმ ოჰრიდელი (ბულგ. და მაკედ. Наум Охридски,ასევე ცნობილია, როგორც ნაუმ პრესლაველი; 830-იანი წლები — 23 დეკემბერი 910, ოჰრიდი) — ბულგარელი წმინდანი. განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ბულგარეთსა და მაკედონიაში. ხსენების დღეა 9 აგვისტო (ძველი სტილით 27 ივლისი).

ნაუმ ოჰრიდელი
დაიბადა 830[1]
ბულგარეთის პირველი იმპერია
გარდაიცვალა 23 დეკემბერი, 910
ოჰრიდი, ბულგარეთის პირველი იმპერია
ხსენების დღე 23 დეკემბერი
მოღვაწეობა მწერალი და მისიონერობა[2]
ენა სლავური ენები[2]

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

წმინდა ნაუმი კირილე და მეთოდესა და კლიმენტ ოჰრიდელთან ერთად ითვლება ბულგარული რელიგიური ლიტერატურის დამფუძნებლად. 886-893 წლებში ცხოვრობდა პრესლავში, სადაც დააარსა ლიტერატურული სკოლა. 905 წელს დააარსა მონასტერი ოჰრიდის ტბის ნაპირზე, რომელიც დღეს მისი სახელობისაა. აქვეა დაკრძალული მისი სხეული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001
  • Obolensky, Dimitri (1994). Byzantium and the Slavs. St Vladimir’s Seminary Press, стр. 48-49. ISBN 0-88141-008-X.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119463393 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database