კლიმენტ ოჰრიდელი (ძვ. სლავ. Климєнтъ Охрїдьскъ, ბერძ. Κλήμης Αχρίδας, ბერძ. Κλήμεντος; დ. დაახლ. 840 — გ. 17 ივლისი, 916) — სლავთა განმანათლებელი, ძველი ბულგარული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, წმინდანი. ხსენების დღეა 9 აგვისტო (ძველი სტილით 27 ივლისი).

კლიმენტ ოჰრიდელი
დაიბადა 840
ბიზანტიის იმპერია
გარდაიცვალა 27 ივლისი, 916
ბულგარეთის იმპერია[1]
ხსენების დღე 27 ივლისი და 25 ნოემბერი
მოღვაწეობა მწერალი და მისიონერობა[2]
ენა სლავური ენები[2]

ცხოვრება და მოღვაწეობა რედაქტირება

კლიმენტი იყო კირილე და მეთოდეს მოწაფე. ასევე მათი მოწაფეები იყვნენ ნაუმი, ანგელარი, გორაზდი და საბა. გორაზდიმ შეცვალა მეთოდე ხოლო დანარჩენები ხუცესებად მსახურობდნენ. სლავ განმანათლებლებს წინ აღუდგა პაპი სტეფანე VI, რომელმაც სლავურ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა. წმინდა მეთოდეს მოწაფეები მათ შორის ნეტარი კლიმენტიც, სამსჯავროს გადასცეს.

886 წელს ტყვეთა ერთი ნაწილი, ახალგაზრდები, ებრაელ მონებით მოვაჭრეებს მიჰყიდეს და ისინი ვენეციის ბაზარზე აღმოჩნდნენ. წმინდა გორაზდი, საბა, ნაუმი და ანგელარი სხვა ხანდაზმულ ტყვეებთან ერთად განდევნეს. ნაუმი და ანგელარი ბულგარეთში ჩავიდნენ. წმინდა მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ბულგარელ დიდებულთა მიერ შეკრებილი სლავური წიგნების შესწავლას. მალე წმინდა კლიმენტი კი მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთ ოლქში, კუტმიჩივიცაში მოძღვრად დანიშნეს. 893 წელს კლიმენტი დრემვიცის ანუ ველიცის ეპისკოპოსად აკურთხეს.

მღვდელმთავარი კლიმენტი პირველი იყო ბულგარელ მღვდელმთავართაგან, რომელიც სლავურ ენაზე მსახურებდა, ქადაგებდა და წერდა. გარდაიცვალა 916 წელს.

წმინდა კლიმენტი ითვლება პირველ სლავ მწერლად: მან არა მარტო განაგრძო კირილესა და მეთოდეს მიერ დაწყებული მთარგმნელობითი მოღვაწეობა, არამედ დაგვიტოვა ორიგინალური ნაწერებიც - სლავური სასულიერო მწერლობის პირველი ნიმუშები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118563092 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database