წმინდა ნაუმის მონასტერი
წმინდა ნაუმის მონასტერი (მაკედ. Манастир „Св. Наум“) — მართლმადიდებლური მონასტერი ჩრდილოეთ მაკედონიაში. მდებარეობს ოჰრიდის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე. ალბანეთის საზღვართან ახლოს (ოჰრიდიდან სამხრეთით 30 კმ-ზე). წარსულში მონასტერში განთავსებული იყო ოჰრიდის სამთავარეპისკოპოსოს რეზიდენცია, ამჟამად მონასტერი შედის არაკანონიკური მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში.
ისტორია
რედაქტირებამონასტერი 893-900 წლებში ბორის I-ისა და სიმეონ I-ის თანადგომით დააარსა ნაუმ ოჰრიდელმა, რომელიც იყო კირილესა და მეთოდეს მოსწავლე[1]. 910 წლის 23 დეკემბერს წმინდა ნაუმი გარდაიცვალა და მისი ცხედარი დაკრძალეს მონასტრის ერთ-ერთ ეკლესიაში.
შუა საუკუნეებში მონასტერი იყო მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი და ფლობდა მიწის დიდ ფართობს.
წმინდა ნაუმი ოსმალეთის ბატონობის პერიოდში დიდი პატივისცემით სარგებლობდა მუსულმანებს შორისაც, მისი ცხედრის მოსალოცად მოდიოდნენ ალბანელებიც და ტორბეშებიც. ითვლებოდა, რომ წმინდა ნაუმი კურნავდა ადამიანებს ფსიქიკური აშლილობისაგან და დაავადებებისაგან[2].
1875 წლის 2-3 თებერვალს მონასტერი ძლიერ დაზიანდა ხანძრის შედეგად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მონასტრის საძმო გადავიდა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში. 1942 წლის 1 თებერვალს სწორედ ამ მონასტერში აპოლონიის ეპისკოპოსად გამოაცხადეს ილია ბანუში (ირინეი). ომის შემდგომ პერიოდში ეკლესია გადავიდა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელში.
მონასტრის დღესასწაულები
რედაქტირება- წმინდა ნაუმის ხსენების დღე — 20 ივნისი
- წმინდა ნაუმის გარდაცვალების დღე — 23 დეკემბერი
- შვიდმოწამეთა დღე — 27 ივლისი
- მთავარანგელოზების დღე
ლიტერატურა
რედაქტირება- Иречек К., История на българите, Издателство Наука и изкуство, 1978.
- Кънчов В., Пътуване по долините на Струма, Места и Брегалница. Битолско, Преспа и Охридско, 1891.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Св. Наум Преславско-Охридски. www.Pravoslavieto.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 5 септември 2009.
- ↑ Иллюстрация Илинден, апрель 1940, година 12, книга 4 (144), стр. 10.