ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ოძისი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნარის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 12 კმ.
სოფელი | |
---|---|
ოძისი | |
სოფელი ოძისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცოცხნარა |
კოორდინატები | 42°03′07″ ჩ. გ. 43°33′40″ ა. გ. / 42.05194° ჩ. გ. 43.56111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 850 მ |
მოსახლეობა | 50[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 56 | 26 | 30 |
2014[1] | 50 | 29 | 21 |
ისტორია
რედაქტირებაისტორიულად სოფელი ოძისი აბაზაძეთა საგვარეულოს საკუთრება იყო. იგი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1693 წელს შედგენილ სიგელში, რომლის ავტორია ერეკლე I ნაზარალიხანის დედა ელენე. ეს სიგელი გაცემულია ზაალ აბაზაძის სახელზე: „ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და რაც დიდს გიორგი მეფეს აქეთ სხვატა მეფეთა და მეპატრონეთაგან წყალობა გჭირვებოდათ და ან გქონებოდათ: ... ოძისს ჟღენტი და ლიპარიტაშვილი, ნოზაური ვენახი, თქვენთვის გვიბოძებია“. 1715 წელს შედგენილი რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით კი სოფელში ცხოვრობს 29 კომლი. მათი გვარებია: აბაზაძე, ღვარძლაძე, ჟღენტი, სალაყაია, მაჭარაშვილი, სოლოკაძე, ჯორელიშვილი, გვეხიძე, ბრეგვაძე, კომალაძე, ლიპარიტაშვილი, კიკნაძე. სოფელში შემთხვევით აღმოჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნივთი.
ტოპონიმები
რედაქტირება- აბაზაძეების მიწები — სახნავ-სათესი სოფლის სამხრეთით.
- აბაზაძეების წყარო — წყარო სოფელში.
- მრგვალი მინდორი — ადგილი სოფლის ჩრდილოეთით.
- ნაქელები — სახნავი სოფლის დასავლეთით.
- როზას ჭალები — სახნავი სოფლის ჩრდილოეთით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 625.
- ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II